რესურსი

https://learningapps.org/display?v=p15z8nnb319


რესურსის ინსტრუქცია

ამოცანა


დააწყვილეთ ჯანსაღი ცხოვრებიდან სწორიკვების და არასწორი კვების ფოტოები,დღის სწორად დაგეგმილი და არასწორად დაგეგმილიფოტოები,მავნე ჩვევებზე დამოკიდებული და ჯანსაღი ცხოვრების ამსახველი ფოტოები.

ok


 ელექტრონული რესურსის რეფლექსია.

ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-6 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
1.      .   მოზარდები იშვიათად იკვებებიან სწორად: ისინი იკვებებიან სწრაფი კვების საკვებით, კომპიუტერთან ჩიპსებითა და გაზიანი სასმელებით ირთობენ თავს . ასეთი საკვები სავსეა ცხიმით, შაქრით, კალორიებით რაც ნაკლებად შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალებს. სწორი დაბალანსებული კვება მოზარდებს დაეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, წონის დაბალანსებაში,იმუნიტეტის გაძლიერებაში  და მომავალში  შეამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.ბავშვები რომლებიც მისდევენ ჯანსაღ ცხოვრებას უფრო ძლიერი და შრომისუნარიანი არიან ცხოვრებაში.
 აღნიშნულ კლასში ხშირად მქონია  განსაკუთრებით ჯანსაღ საკვებზე საუბარი, რადგან ამ კლასისი მოსწავლეები სისტემატიურად იკვებებიან ჩიპსებითა და ხრუსტინებით და აქედან გამომდინარ  გადავწყვიტე შემექმნა ელექტრონული რესურსი სადაც თვითონ დააწყვილებენ ჯანსაღი ცხოვრებისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესს.აღნიშნული ელექრტონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე გაიაზრონ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

2.      ღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს საწავლო ემატიკიდან გამომდინარე საინფორმაციო მასალის შესწავლასა და ვიზუალურად ეთ აღქმაში. სურაების, ფოტოების საშუალებით. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს შემდგომ დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი.მოსწავლეს აქვს უნარი  დაინახოს  რომ  ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.


3.      მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდის მიზნით საჭიროდ ჩავთვალე ჩემი მოსწავლეებისთვის შემექმნა ისეთი სასწავლო ელექტრო რესურსი რომელიც დაეხმარებოდა მათ   უკეთ შეესწავლათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს.
4.       
 რესურსი ეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს საკლასო ოთახის პირობებში ყურადრება გაამახვილოს, როგორც საინფორმაციო მასალის საკვანძო საკიხებზე, ისე ვიზუალურ მხარეზე, რაც აადვილებს ჯანსაღ ცხოვრებაზე  სათანადო წარმოდგენის შექმნას. ელ. რესურსი ხელს უწყობს მედიამეცნიერების და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.  და ასევე მასწავლებელი- მოსწავლისშემოქმედები თანამშრომლობის პროცესის წარმართვას.


5.       ღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლე ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. საინფორმაციო მასალაში ყურადრება მახვილდება ძირეულ საკვანძო ურათებზე. რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცება, გააზრებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.  ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაებან საგაკვეთილო პროცესში.რესურსის   საგანმანათლებლო მიზნით  გამოყენება შეუძლია ბიოლოგიის ,ბუნების ,  ისტის, სამოქალაქო განათლების  მასწავლებლებს  და ჯანსაღი ცხოვრება იმდენად აქტიური თემაა რომ ნებისმიერ საგნის მასწავლებელს  შეუძლია მისი გამოყენება.იგი გათვალისწინებულია ყველა  ასაკობრივ კატეგორიებზე. რესურსის გამოყენება შეუძლიათ იმავე სახით რა სახითაც შევქმენი.




6.  სამიზნე ჯგუფი დაინტერესდა   საკვანძო სურათებზე მიღებული ინფორმაციითა და აქტიურად ერთვებოდნენ მის საწინააღმდეგო სურათის მოძებნაში, რომელის უარყობით მხარეებს თვითონ აღწერს ,რამაც დიდი ხალისი და აქტიური ჩართვა გამოიწვია საგაკვეთილო პროცესში.(ინტერაქცია)
7. სამიზნე ჯგუფს განუვითარა ნახატის დანახვა -აღქმის უნარი, მასწავლებლის მიერ ლექციის სახით გადმოცემისას მოსმენის უნარი,განსჯის ,კატეგორიებად დაყოფის , სწორი გადაწყვილების მიღების ,კრიტიკულად აზროვნების უნარი, და სწორი არჩევანის გაკეთების უნარი.
8 არანაირ  პრობლემა არ ყოფილა რესურსის გამოყენებისას.

9.ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აღნიშნულმა რესურსმა მეტად გამიადვილა მოსწავლეების დანტერესება, ჩართვა ,რადგან თვალსაჩინოება მეტ ხალისს და ინტერესს მატებს სასწავლო პროცესს.
10.     ელექტრონული რესურსი:ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია თავშივე წერია რომ დავაწყვილოთ ჯანსაღი ცხოვრებიდან სწორი კვების და არასწორი კვების ფოტოები,დღის  სწორად დაგეგმილი და არასწორად დაგეგმილი ფოტოები,მავნე ჩვევებზე დამოკიდებული და ჯანსაღი ცხოვრების ამსახველი ფოტოები.
მაგ: დავაკლიკეთ ფოტოს და გამოჩნდა ფოტო რომელზეც გამოსახულია გოგონა  რომლის უკან სწორი კვების პროდუქტები ბოსტნეულია  ნაჩვენები,იგულისხმება რომ დღის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტები უნდა მივიღოთ რომელიც შეიცავენ( და მინი ლექციის სახით მასწავლებელი ხსნის მათ შემცველობას.) :
ხოლო მოსწავლე სწორი კვების საწინააღმდეგო ფოტოს მოძებნის რესურსში და იმსჯელებს მის უარყობით თვისებებზე, თუ რა ზიანი მოაქვს მას ადამიანის ორგანიზმისთვის..აქ მოსწავლე აკეთებს საკვების შედარებას,  განხილვას და მის საწინააღმდეგო სურათის პოვნას , რომელსაც მსჯელობიდან გამომდინარე უნდა მიაგნოს სწორ  მეწყვილე სურათს.

კარტოფილი  შეიცავს სახამებელს, ცილებს , შაქარს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს-C ,B1, B2, PP-მცირე რაოდენობით. კარტოფილი სამკურნალოდ გამოიყენება,როგორც დიეტური და შემკვრელი საშუალება  მოწამვლის და ფაღარათის დროს. მას პურის მაგივრადაც იყენებენ.კანიანად მოხარშული  კარტოფილი შეიცავს კალიუმს, რაც ხელს უწყობს დახარჯული ენერგიის აღდგენას, ფიზიკური და გონებრივი გადღლილობისას.
სტაფილო შეიცავს ვიტამინებს – A, B1, B2, C. E1, P, კალციუმს, იოდს, Na, რკინას, დიდი რაოდენობით კაროტინს. მიიღება დიეტების დროსაც. შეგიძლიათ მიირთვათ 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო ორგანიზმის განწმენდისთვის. ის, ამავდროულად, ხელს უშლის ორგანიზმში სოკოს სპორების გამრავლებას. კაროტინი ბევრია მის სქელ ნაწილში, .. -ზედა ნაწილში, ქერქთან ახლოს. ბულიონში უმჯობესია ჩაემატოს ხარშვის დასრულებამდე, 10 წუთით ადრე

.ჭარხალი შეიცავს A და B ვიტამინებს და დიდი რაოდენობით შაქარს. მის მიღებას დიაბეტიან პაციენტებს არ ურჩევენ. კარგია ათეროსკლეროზის, მაღალი წნევის სამკურნალოდ. სასარგებლოა დაბალი გემოგლობის დროსაც. მისი ფოთლები კარგია გულის მუშაობისთვის. ასევე შარდდამდენია.

კომბოსტო შეიცავს ვიტამინებს C, B1, B2, K, PP-, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. მისი თაფლით გაპოხილი ფოთლები ხველების დროსაც იხმარება. ანტისეპტიკურია. მიიღება წითელი ქარის სამკურნალოდაც. მისი წვენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის წყლულის დროს.

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს. სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის-ჩიყვისას. შეიცავს B1 და C ვიტამინებს.

ბადრიჯანი გამოიყენება ეპილექსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას.

ხახვი შეიცავს C და B1 ვიტამინებს, ეთერზეთებს. ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას. ამიტომ მისი მიღება ცოცხალი სახით შეზღუდულია კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებისას. ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა. კარგია ხველებისას თაფლთან ერთად. წითელი ხახვი სასრგებლოა პროთრომბინის სამკურნალოდ.
პომიდორი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს. საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მოსანელებლად. სიფრთხილეა საჭირო მისი მიღებისას კუჭ-ნაწლავით, ნაღვლისა და ღვიძლით დაავადებულთათვის. პომიდვრის რბილობი ორგანიზმიდან გამოყოფს მუტაციურ უჯრედებს. საუკეთესო საშუალებაა სახის კანის მოსავლელადაც.
კიტრი შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ და აზოტოვან ნივთიერებებს, შედის Na, კალიუმი. შარდდამდენია და საუკეთესო საშუალებაა წნევით დაავადებულთათვის. კუჭში შეკრულობის საწინააღმდეგოა. შეიცავს იოდს, ამდენად, კარგია ჩიყვით დაავადებულთათვის, იოდის შესავსებად. კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. საკმაო რაოდენობით შეიცავს თუთიას, რაც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ხელს უშლის თირკმელში მავნე მარილების დაგროვებას. მისი წვენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდადაც.
ნიორი შეიცავს B და C ვიტამინებს, ეთერზეთებს. არის ძლიერი ბაქტერიოციდული და ფიტონციდური მოქმედების. ებრძვის ვირუსულ დაავადებებს, ათეროსკლეროზსს, პარაზიტებს. უნარი აქვს, მოსპოს ან შეაჩეროს ტუბერკულოზური, ტიფოზური, დიზენტერიის, დიფტერიის და სხვა მრავალი ბაქტერიები. ყოველ დილით, უზმოზე 1 პატარა კბილი ნივრის გადაყლაპვა ეფექტურია ორგანიზმის დეზინფექციისთვის. წყლულს და გასტრიტს წყენს
.ყაბაყი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, შაქარს, ვიტამინ C-. მისი პიურე რეკომენდებულია ათეროსკლეროზისა და ყაზბობის, გასტრიტებისას (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისას). საკმაო რაოდენობით შეიცავს რკინას. კარგია ანემიის, სისხლის შედედების დაქვეითების დროს. დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმის მარილებს, ამიტომ, სასარგებლოა ჰიპერტონული და გულის დაავადებების დროს შეშუპების თანხლებით.“
თერმული დამუშავებისას, ანუ დუღილის დროს, ჩამოთვლილ ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები და ელემენტები იშლებიან ნაწილობრივ, მცირედ ან სანახევროდ. განსაკუთრებით კი ვიტამინი C ვერ უძლებს თერმულ დამუშავებას და იშლება თითქმის 50 %-მდე.

შემდეგი სურათი შეიძლება იყვეს გაზიანი პეპსის სასმელები. მასწავლებელი მინი ლექციის სახით ხსნის ჯანმრთელ საკვებთან ერთად ჯანმრთელი სასმელიც უნდა მივიღოთ.გაზიანი სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს , რომელიც წონაში მატებს ადამიანს.არ შეიძლება გაზიანი სასმელი დავალევინოთ 3 წლამდე ბავშვს,ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს ალერგია,დიაბეტი, კუჭის დაავადება.რაც შეეხება მოზარდებს 9-18 წლამდე ორგანიზმში მიმდინარეობს კალციუმის დაგროვება. გაზიანი  ტკბილი სასმელი კალციუმს გამოდევნის ორგანიზმიდან და კალციუმის ნაკლებობა კი იწვევს ზრდის შეჩერებას.(  გაზიანი სასმელები უნდა ჩანაცვლდეს  რძით, მწვანე ან ბალახეულის ჩაით, ახალდაწურული ხილის წვენით შაქრის გარეშე და წყლით.)
მოსწავლე ეძებს გაზიანი სასმელის საწინააღმდეგო სურათს :ეს იქნება ცოცხლად გამოწურული ხილის ნატურალური წვენი. (შეიძლება პირიქით მოხდეს სურათის გამოსვლა ,სადაც ჯერ მასწავლებელი ხსნის მინი ლექციის სახით თუ რას შეიცავს და რა  გავლენას ახდენს ორგანიზმზე გამოსახული სურათი.)
შემდეგი წყვილია ხორცეული სწორი კვებიდან :რომ წითელი ხორცი კვირაში 3 ჯერ უნდა მივიღოთ ,ხოლო თეთრი ხორცი( თვზი და ქათამი )კვირაში 2 ჯერ,
ხორცი შეიცავს ცილებს , ცხიმებს და ნახშირწყლებს რაც ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია .მცენარეულ ცილებს შეიცავს პარკოსანი მცენარეები,ყავისფერი ბრინჯი,ისპანახი,სატაცური,ავოკადო ,ბანანი.
 ცილა -ორგანიზმის მშენებელია.ცილა დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში.
ნახშირწყლები- ჩვენი ორგანიზმის  ძირითადი საწვავია. არის რთული და მარტივი ნახშირწყლები.რთული ნახშირწყლები ბურღულეული  ხელს უწყობს ორგანიზმის ხანგრძლივ გამოკვებაში.
მარტივი ნახშირწყლები ნაკლები რაოდენობის საკვებ ბოჭკოს შეიცავს.და სწრაფად იღებს ენერგიას ორგანიზმი და სწრაფადვე კარგავს მათ.
დღის სწორად დაგეგმვა:ჰიგიენა, ვარჯიში, კვება, ინფორმაციის მიღება ტექნოლოგიების საშუალებით, ტექნოლოგიების დოზირებულად გამოყენება, დასვენება , თამაში და ძილი.
საკვები რომელსაც ჩვენ მივირთმევთ ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების დანვითარებას. საკვები ენერგიის წყაროა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს ფიზიკური დატვირთვის დროს და დასვენების დროსაც. სწორი კვება განსაზღვრავს ფიზიკურ ზრდა განვითარებას და ზეგავლენას ახდენს ემოციურ განწყობაზე.
ჯანსაღი კვება გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
კომპიუტერული ინტერნეტ დამოკიდებულება ზიანს აყენებს ორგანიზმს როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ფიზიკურ:მხედველობის დაზიანება მონიტორიდან მომავალი, თვალისთვის არაბუნებრივი ნათების გამო, რაც შეიძლება საათობით, განუწყვეტლივ გრძელდებოდეს (თავდაცვა: არ ვუყუროთ მონიტორს ახლო მანძილიდან ან სიბნელეში; დროდადრო თვალი მოვაშოროთ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანს და შორს გავიხედოთ, შევარჩიოთ კარგი ხარისხის ეკრანი).
კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეული უმოძრაობის შედეგად ორგანიზმს ემუქრება ხერხემლის, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარება ან გართულება, კვების რეჟიმის დარღვევა, სიმსუქნე (უნდა განვსაზღვროთ დრო, რომელიც კომპიუტერთან უნდა გავატაროთ; პერიოდულად ავდგეთ და გავიაროთ ან ვივარჯიშოთ).
 ნერვული სისტემის გამოფიტვა, მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება, ძილის დარღვევა, დაღლილობა, დეპრესია (თავდაცვა ბავშვებისთვის: კომპიუტერთან ყოფნა მხოლოდ წინასწარ დაწესებული ხანმოკლე დროის განმავლობაში, რეალური თამაშები და წიგნების კითხვა, უფროსების დახმარება საოჯახო საქმეებში, სპორტი, ბუნებაში სეირნობა).
კომპიუტერული დამოკიდებულება  აგდებს ცხოვრებიდან . ბავშს აღარ რჩება  თამაშის დრო.ბავშვის ფსიქიკას აღარ შეუძლია  დატვირთვების გადატანა.
კომპიუტერისაგან განსხვავებით ბავშვები კარგი ტელეფონის საშუალებით  ყოველგვარი კონტროლის გარეშე  შევა ინტერნეტში  სადაც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა .რასაც გაკვეთილებზეც აკეთებენ.
ამიტომ ყველაფერს სჭირდება ზომიერება.

                                                    II რესურსი

https://learningapps.org/display?v=ppgd3v7pk19
                                             რესურსის ინსტრუქცია

. რესურსის გამოყენების ინსტრუქცია : ინტერნეტის საშუალებით ვხსნით  learningapps.org ველს . შემდეგ ეტაპობრივად გადავდივართ ენის შეცვლაზე და დანართების შესვლაში ,სადაც გამოჩნდება ჩემ მიერ  შექმნილი რესურსი ვიქტორინა „ფეხბურთის თამაშის წესები და სანქციები“.მისი გამოყენების  ინსტრუქციაა:მაუსით დავაქლიქავთ ზედ რესურს და გამოვა  რესურსის ინსტრუქცია „ამოცანა. დააქლიქე სწორი პასუხი.“ერთი კითხვა ,ოთხი პასუხი, მაუსის დაქლიქებით სწორი პასუხის შერჩევისას  პასუხის უჯრა გამწვანდება და გამოაგდებს შემდეგ კითხვას,ხოლო არასწორი პასუხის  გაცემისას -უჯრა წითლდება და გიწერს „სამწუხაროა, რომ დახარჯეთ თანხა.სცადეთ თავიდან.“
 რესურსის გაკვეთილს ხალისიანს და აზარტულს ხდის ,რაც სპორტის საგანში აუცილებელია აქტიური მოქმედებები როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ,ოღონდ ნორმების ფარგლებში.რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებს დასახული მიზნის მიღწევაში.

                                 ელექტრონული რესურსის რეფლექსია.
1.           რესურსის შექმნა განაპირობა სპორტში ფეხბურთის თამაშისას წესებისა და სანქციების შესწავლის სირთულემ.უჭირთ და ხშირად ეშლებათ ერთმანეთში ესა თუ ის წესი .აქედან გამმდინარე  ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანია მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.ფეხბურთის წესებში ბურთის თამაშში შეყვანის სხვადასხვა წესი არსებობს, რომლის დამახსოვრებაც უჭირთ მოსწავლეებს და ამიტომ უკეთ რომ დაემახსოვრებინათ შევქმენი ელექტრონული  რესურსი სადაც შეამოწმებდნენ თავის ცოდნას და არასწორი პასუხის შემთხვევაში უკან აბრუნებს ,რათა უკეთ განიმტკიცოს ცოდნა, როდესაც ერთი და იგივე კითხვას რამდენჯერმე გასცემს პასუხს უკეთესად დაამახსოვრდება და გრძელ ვადიან მეხსიერების ფაზაში გადაიტანს მოსწავლე  მიღებულ ცოდნას, რაც მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება.
2.          ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული  რესურსი შეესაბამება ესგ-ს სტანდარტით  მისაღწევ შედეგს.მოსწავლე კითხულობს კითხვას და  4 სავარაუდო პასუხიდან სწორი პასუხი უნდა აირჩიოს ,რაც მოსწავლეს განუმტკიცებს არსებულ ცოდნას.
ფ.ა.ს.პ.საბ.3.  სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებში თვითკონტროლის , ძირითადი წესების  გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე:
შუძლებს  ემოციის მართვას, ტექნიკური ელემენტების წესების ჩაწოდება/მიწოდება,გათამაშებასა და  გადაადგილების ტექნიკის წესების ფლობას.

3
   მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდის მიზნით საჭიროდ ჩავთვალე ჩემი მოსწავლეებისთვის შემექმნა ისეთი სასწავლო ელექტრო რესურსი რომელიც დაეხმარებოდა მათ   უკეთ შეესწავლათ ფეხბურთის წესები და სანქციების შესახებ. ევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს.


4    ფეხბურთის წესებისა და სანქციების  დასამახსოვრებლად  და არსებული ცოდნის შესამოწმებლად  რესურსი შევქმენი პროგრამა Leaningapps.ge  სპორტული ვიქტორინას სახით , სადაც  მოსწავლე ელექტრონულ რესურსისსაშუალებით ეცნობა ფეხბურთის  წესებისა და სანქციების შესახებ კითხვას და პროგრამა მის მიერ გაცემულ  სწორ პასუხს უდასტურებს მწვანე ფერით , ხოლო არასწორ პასუხს წითელი ფერით და გაბრუნებს  თამაშიდან უკან .რაც მოსწავლეებს მოტივაციას უზრდის და მატებს სწორი პასუხის მიცემის ჟინს.
5.
     ღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლე ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცება, გააზრებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.  ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური.რესურსის   საგანმანათლებლო მიზნით  გამოყენება შეუძლია,  ისტის, სპორტის   მასწავლებელს  შეუძლია მისი გამოყენება.იგი გათვალისწინებულია ყველა  ასაკობრივ კატეგორიებზე. რესურსის გამოყენება შეუძლიათ იმავე სახით რა სახითაც შევქმენი.
6
       ჩემ მიერ შექმნილმა რესურსმა მოსწავლეებს მეტი სტიმული და ხალისი შემატა .აქტიურად ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, რომელიც მოტივაციის ამაღლებასა და ტექნოლოგიების ფლობის უნარის განვითარებას უწყობს ხელს.არსებული ცოდნის განმტკიცებას შეუწყო ხელი.არასწორი პასუხის შემთხვევაში ელექტრონული რესურსი მცდარ პასუხს აწითლებს, უკან აგდებს და თავიდან აწყებინებს ,რაც ფაქტობრივ ცოდნის განმტკიცებას უწყობს ხელს.
7
    რესურსის გამოყენებამ სამიზნე ჯგუფს განუვითარა ყურადღების კონცენტრაციის ,სწორი გადაწყვეტილების მიღების, გულდასმით წაკითხვის,გააზრების უნარი.
8.    რესურსის გამოყენებისას მოსწავლეებს მეტი დრო დასჭირდათ სწორი პასუხის ამოცნობაში.

9    .ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აღნიშნულმა რესურსმა მეტად გამიადვილა მოსწავლეების დანტერესება, ჩართვა ,რადგან თვალსაჩინოება მეტ ხალისს და ინტერესს მატებს სასწავლო პროცესს.

10. რესურსის გამოყენების ინსტრუქცია : ინტერნეტის საშუალებით ვხსნით  learningapps.org ველს . შემდეგ ეტაპობრივად გადავდივართ ენის შეცვლაზე და დანართების შესვლაში ,სადაც გამოჩნდება ჩემ მიერ  შექმნილი რესურსი ვიქტორინა „ფეხბურთის თამაშის წესები და სანქციები“.მისი გამოყენების  ინსტრუქციაა:მაუსით დავაქლიქავთ ზედ რესურს და გამოვა  რესურსის ინსტრუქცია „ამოცანა. დააკლიკე სწორი პასუხი.“ერთი კითხვა ,ოთხი პასუხი, მაუსის დაკლიკებით სწორი პასუხის შერჩევისას  პასუხის უჯრა გამწვანდება და გამოაგდებს შემდეგ კითხვას,ხოლო არასწორი პასუხის  გაცემისას -უჯრა წითლდება და გიწერს „სამწუხაროა, რომ დახარჯეთ თანხა.სცადეთ თავიდან.“

 რესურსი გაკვეთილს ხალისიანს და აზარტულს ხდის ,რაც სპორტის საგანში აუცილებელია აქტიური მოქმედებები როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ,ოღონდ ნორმების ფარგლებში.რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებს დასახული მიზნის მიღწევაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий