თავისუფალი გაკვეთილები

თავისუფალი გაკვეთილი.

ესთეტიკის საგნების შესწავლაში სპორტი დიდ როლს ასრულებს მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარებას ჯანსაღი ცხოვრების წესის (ფიზიკური განვითარება, ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა გაფართოება და გაკაჟება, მოძრაობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება) როლსა და საზოგადოებაში პიროვნების წარმატებული ინტეგრაციის (შრომისმოყვარეობა, ზნეობრივი ნორმების დაცვა, პატრიოტიზმი, სიმამაცე, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა.) პროცესს შორის.

სპორტი არის საშეჯიბრო მოღვაწეობა, რომლის სპეციფიკურ ფორმას შეჯიბრებათა  სისტემა წარმოადგენს და ზოგჯერ საგაკვეთილო დრო არ არის საკმარისი სპორტული აქტივობების შესასრულებლად. სპორტის თითოეული სახეობა მოითხოვს დეტალურად ტაქტიკურ და ტექნიკური მხარეების შესწავლას, გააზრებას ,გათვითცნობიერებას რაც  გაკვეთილის პროცესში  ეს  შეუძლებალია დროის სიმცირის გამო.

7 , 8, 9 კლასის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება რომ ჩაერთონ ისეთ კლასგარეშე სპორტულ საგანმანათლებლო აქტივობებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლებს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის დამკვიდრებაში და თითოეული სპორტული აქტივობის ტექნიკური და ტაქტიკური მხარეების შესწავლაში.

ჩვენი სკოლა ჩაერთო პროექტში "ჯანსაღი ცხოვრების წესი".
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაკავდნენ სასურველი სპორტის სახეობითა და მონაწილეობა მიიღონ შიდა სასკოლო შეჯიბრებებში, ექსკურსია/ლაშქრობაში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში გაიმართება დისკუსია,პრეზენტაცია, გაიმართება გარბენი. ოლიმპიზმში მოეწყობა ღონისძიება.

პროექტის კურსის ხანგრძლივობა  15 საათი.
მოსწავლეევის რაოდენობა:     12- ბიჭი. 12-გოგო.

პირველი გაკვეთილი: მოსწავლეებმა გაიარეს რეგისტრაცია.




გავაცანი შეხვედრის გეგმა.  3.10.2018.


                                   პირველი შეხვედრის გეგმა.

1.      გაცნობა.
2.      თავისუფალი გაკვეთილის შინაარსის გაცნობა.
3.      მოსწავლეთა ინტერესების გაცნობა.
4.      საუბარი მათთვის სასურველი სპორტის სახეობაზე .“ფეხბურთზე“
5.      შესარჩევი ტურის ჩატარება მინი ფეხბურთში.

6.      მომავალ შეხვედრაზე მინი ფეხბურში დასკვნითი ეტაპის ჩატარება და გამარჯვებული გუნდის გა მოვლინება დაჯილდოება სიგელით.

      
       
     პირველ გაკვეთილზე  გავაცანი თავისუფალი გაკვეთილების ჩატარების შინაარსი,

მ    ჩამოთვალეს მათთვის საყვარელი სპორტი  და დავგეგმეთ მომდევნო გაკვეთილების გეგმაც.


   შემდეგ გადავედით მათთვის საყვარელი სპორტის სახეობის სწავლების ეტაპზე. კერძოდ  "მინი ფეხბურთი." საწყის ეტაპზე სწავლებისას ყურადღების მთავარ ობიექტს წარმოადგენს არა გუნდი , არამედ ფეხბურთელი, რომელსაც აქვს საბაზისო ტექნიკური ელემენტების შესრულების უნარი.(მოქნილობა,სმენითი და მხედველობითი რეაქციები,რითმის გრძნობა,სისწრაფე სივრცეში ორიენტაცია და ა.შ. )
        ბავშვებს ვარჯიშები ფიზიკური დატვირთვისთვის ჩავუტარე თამაშის სახით.ვარჯიშის დაწყებიდან 10 წთ-ის შემდეგ გადავედით ტექნიკური ელემენტის სწავლება დახვეწაზე ..შემდეგ ვაგრძელებთ თამაშს დამუშავებული ელემენტის შესრულებით. მაგ მიიღოს ბურთი,ბურთს მრავალჯერადად შეეხოს, ბურთის ტარება გადაცემა და ა.შ.
        ჩავატარე შესარჩევი ტური  მინი ფეხბურთში მე- 7,მე- 8 ,მე- 9 კლასის მოსწავლეებს შორის ვაჟებში, სადაც მოსწავლეები დაკავდნენ მათთვის სასურველი სპორტის სახეობით " მინი ფეხბურთით".  ჩამოვაყალიბე  ორი გუნდი .პირველი გუნდი დაკომპლექტდა მე-7-8 კლასის მოსწავლეებით, ხოლო მეორე გუნდი მე- 9 კლასის მოსწავლეებით.
        მოსწავლეები დიდი მონდომებით ელოდებიან შემდეგ თამაშს სადაც მოხდება გამარჯვებული გუნდის გამოვლენა და დაჯილდოვება სიგელით.

Add caption


15.10.2018.

მეორე გაკვეთილი.


ჩავატარე დასკვნითი ეტაპი სადაც" მინი ფეხბურთის" ტურში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და დაჯილდოვდა სიგელით.თამაში გაიმართა მეშვიდე და მერვე კლასიის მოსწავლეებს შორის  10 წუთიანი ტაიმებით.თამაში დამთავრდა 4:3 მეშვიდე კლასის სასარგებლოდ. გამარჯვებულ გუნდა გადაეცა სიგელი.















შიდა სასკოლო შეჯიბრი მძლეოსნობაში      10.10.2018.
7,8,9, კლასის მოსწავლეებს შორის ჩავატარე შესარჩევი ტური მძლეოსნობაში სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაკავებულიყვნენ სპორტის ერთ-ერთ სახეობაში მძლეოსნობაში.შეირჩა აღნიშნული კლასებიდან  მოსწავლეები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს.









12.10.2018წ.
მეორე დასკვნითი ეტაპი
გამოვლინდა მძლეოსნობაში გამარჯვებული პრიზიორი მონაწილე როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში და დაჯილდოვდნენ სიგელებით.
















17.10.2018.წ.
შიდა სასკოლო შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში.

მაგიდის ჩოგბურთში ჩავატარე შიდა სასკოლო მოსამზადებელი ფესტივალი გოგონებსა და ვაჟებში მე-7, ,მე-8 , მე-9 კლასებს შორის .სპორტის ეს სახეობა უვითარებს სისწრაფის გამომუშავების უნარს. მოსწავლეები დიდი ხალისით ღებულობდნენ მონაწილეობას .შეირჩა მოსწავლეთა გარკვეული გუნდი ,რომლებიც დასკვნით ეტაპზე შეხვდებიან ერთმანეთს და გამოვლინდება გამარჯვებული.

















19.10.2018.წ.

დასკვნითი ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში.
დასკვნით ეტაპზემონაწილეებს შორის გამოვლინდა გამარჯვებული როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში და დაჯილდოვდნენ სიგელებით.






















24.10.2018.წ.
შიდა სასკოლო შეჯიბრი ბადბინტონში.
7-ე, 8-ე, 9-ე კლასის მოსწავლეებს შორის ჩავატარე ჩემპიონატის სახით შესარჩევი ტური ბადბინტონში გოგონებსა და ვაჟებში.გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეები რომლებიც მოემზადებიან დასკვნითი ეტაპისთვის.






26.10.2018.წ.
ბადბინტონის დასკვნითი ეტაპი.
ჩავატარე შიდა სასკოლო ჩემპიონატი ბადბინტონში  ზემო აღნიშნულ კლასებიდან შერჩეულ მოსწავლეებს შორის და გამოვლინდა გამარჯვებული მოთამაშეები ,როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.





31.10.2018.წ.
მძლეოსნობა.(100მ. გარბენი.)
მოსამზადებელ ეტაპზე გავმართე შიდა სასკოლო შეჯიბრი  მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის  მძლეოსნობაში, 100 მეტრზე გარბენში.სადაც გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები და დაჯილდოვდნენსიგელით..












2.11.2018.წ.
ხტომები.
7-ე,8-ე,9-ეკლასის მოსწავლეებს შორის გავმართე შიდა სასკოლო შეჯიბრი სასწავლო  ხტომებში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული და დავაჯილდოვე სიგელით,












3.11.2018.წ.
ექსკურსია ლაშქრობა "ირქაში"
"ჯანსაღი ცხოვრების წესის"ფარგლებში.
ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკური , გონებრივი,სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას,დამოუკიდებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას და აკადემიურ მოსწრებას.





7.11.2018.წ
ტყორცნები.
მე-7.მე-8,მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის ტყორცნებთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია და გავმართეტ სასწავლო ტყორცნები, რომლებიც შეფასდნენ თავისი შეფასების კრიტერიუმებით.



9.11.20გარბენა. აღნიშნულ კლასებში დასკვნით ეტაპზე გარბენში მიიღეს მინაწილეობა და შეფასდნენ თავისი შეფასების კრიტერიუმებით.




14.11.2018.წ.
ოლიმპიზმი. 
მოსამზადებელ ეტაპზე აღნიშნული კლასების მოსწავლეებმა  მოიძიეს ინფორმაცია ოლიმპიურ თამაშებზე, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ჩემპიონებზე, ოლიმპიზმზე .დაამუშავეს , მოამზადეს დასკვნით ეტაპზე წარსადგენად .




16.11.2018.წ.
ოლიმპიზმი.
მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ოლიმპიზმზე მოძიებული ინფორმაცია და პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინეს აუდიტორიას.






.





Комментариев нет:

Отправить комментарий