გეგმები

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:ინგა ლაზარაშვილი. 47001009052
საგანი:ფიზიკური აღზრდა.
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური. მე- 10კლ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 11 მოსწავლე.
გაკვეთილის თემა: კუნთები მათი აგებულება და ვარჯიშები მის გასაკაჟებლად.
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. გაიღრმავოს ცოდნა კუნთებისა და მათი ფუნქციების შესახებ. მოსწავლემ შეძლოს ვარჯიშბის შესრულება კუნთების გარკვეული ჯგუფისათვის.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

 გაკვეთილის დაწყებისას ხაზზე მოწყობა სიმაღლის მიხედვით და გამოკითხვის საშუალებით ჟურნალში ავღრიცხავ კლასში ვინც გვაკლია. ვწერ „არ“ ას.




კითხვა- პასუხი.
მთლიანი კლასი.

ჟურნალი კალამი.

4 წთ.
2



მოთელვითი ვარჯიშები,და სიტყვიერად ვხსნი და ვახსნევინებ მოსწავლეებს  თითოეული ვარჯიშის დატვირთვას და მნიშვნელობას.
ვერბალური ახსნა.
კითხვა-პასუხი.

მთლიანი კლასი. ინდივიდუალუ
რი.

6 წწთ.
3



მოსწავლეებს შევავსებინებ ვ. გ.  მ. ვ. სქემას. ჯერ ვავსებთ  თუ რა იციან კუნთებზე.
კოგნიტური სქემა.
ვ. გ. მ. ვ.
ცოდნის კატეგორიზაცია.

მთლიანი კლასი.
ფლირჩარტი. მარკერი.
3წთ.
4



მინი ლექციის სახით ვაცნობ იმ დღის შესასწავლ საკითხებს კუნთოვან სისტემაზე.კუნთების წყალობით გვემატება მოქნილობა და ამტანობა. კუნთების აგებულება და ფორმა დამოკიდებულია იმ სამუშაოზე რომელსაც ისინი ასრულებენ.ჩვენ დიდი ღონიერი კუნთების მეშვეობით დავდივართ, გადავაადგილებთ მძიმე საგნებს, ხოლო უფრო  პატარა მოქნილი კუნთების დახმარებით ვასრულებთ ფაქიზ მუშაობას .ვწერთ, ვთამაშობთ ბურთით, ვუკრავთ მუსიკალურ საკრავებზე. დიდი და პატარა კუნთების ურთიერთდამოკიდებულება ადამიანს საშუალებას აძლევს შეასრულოს სრულიად სხვადასხვაგვარი მოქმედებები.

მინი ლექცია. ვერბალური ახსნა.

მთლიანი კლას.


2 წთ
5



ვარჯიშები:1. გახურება ბურთთან(კოორდინაცია-სმენითი/მხედველობითი რეაქციები)
2  . გახურება: სისხარტე, სისწრაფე. დაჭერობანას თამაში. (დამჭერი არბის წითელ ზონამდე. გამქცევს აქვს ორი კარიდან ერთ-ერთში გასვლის უფლება.)
3. დრიბლინგი + კარში დარტყმა.( სმენითი მხედველობითი რეაქციები) მწრთვნელი იძახის ფერს და მოთამაშემ აღნიშნული ფერის კარში უნდა გაიტანოს გოლი. მწრთვნელი ანახებს ფერს (წითლ/ყვითელ ნიშნულს) და მოთამაშემ აღნიშნული ფერის კარში უნდა გაიტანოს გოლი.
4. ვარჯიში: გადაცემები(ზუსტი დარტყმები) ორი ჯგუფია. ყვითლები და წითლები. ყველა ფეხბურთის მოთამაშეს აქვს მინიჭებული თავისი ნომერი.გადაცემები ჯგუფებში ხდება ნუმერაციის მიხედვით. მწრთვნელის მიერ დაძახებულ ფერზე და ნომერზე,შესაბამისი ფერის ნომრის ფეხბურთელი ახორციელებს ზუსტ  დარტყმას.


სწავლა კეთებით.

მთლიანი კლასი. ინდივიდუალური საჭიროებისამებრ.
ბურთი.წითელი და ყვითელი ფერის მაისურებიდა ბარათები.

6წთ
6
მოსწავლეები ავსებენ კოგნიტურ  კატეგორიზაციის სქემას ვ. გ. მ. ვ. თუ“ რა გავიგე“ კუნთების სწორედ დატვირთვაზე.


კოგნიტური ცოდნის კატეგორიზაციის სქემა.

მთლიანი კლასი.

ფლირჩარტი. მარკერი.

2წთ
7
მოსწავლეები გავყე ორ ჯგუფად და თითო ჯგუფში არის 5-5 მოსწავლე.წესების დაცვით ვათამეშებ ფეხბურთს.





ჯგუფური მუშაობა.

სპორტული მოედანი. ბურთი .სასტვენი.წითელი და ყვითელი ბარათები.

15
წთ
8
შემდეგ მოსწავლეები ავსებენ კოგნიტური სქემის“ რა მინდა ვიცოდე“-ს  უჯრას.
კოგნიტურ სქემაზე მუშაობა.
მთლიანი კლასი.
დიდი კედლის ფურცელი. მარკერები.
2წთ
9
თვითშეფასება მოსწავლეების.სტიკერებზე ფერად პატარა ფურცლებზე 4 კითხვაზე მოსწავლეებმა თვითშეფასება გააკეთეს;
1.გავიგე მოცემული დავალების ზუსტი დანიშნულება.
2. ჯგუფში მსჯელობისას ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ.
3.მესმის რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს.
4. რამდენად კმაყოფილი ვარ დღევანდელი გაკვეთილით.



ინდივიდუალური.

პატარა ფერადი ქაღალდი. საწერი კალამი.

2წთ
10
 მასწავლებლის მიერ განმავითარებელი შეფასება, კომენტარი, დავალების მიცემა -სახლის პირობებში გარკვეული ვარჯიშების შესრულება.
საუბარი, სქემები შეფასების.
მთლიანი კლასი. ინდივიდუალური.

2წთ
11
მოწესრიგება ზარის დარეკვამდე.
გამოიცვალონ ფეხსაცმელი, მოიცვან ქურთუკი, აიღონ ჩანთები. მოაწესრიგონ სპორტ დარბაზი :შევინახოთ ბურთი.


მთლიანი კლასი.ინდივიდუალური.
ფეხსაცმელი. ქურთუკი .ბურთი. ჩანთა.
1წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლემ გაიღრმავა ცოდნა სხეულის კუნთების სწორი დატვირთვის შესახებ . აუმაღლდათ მოტივაცია და მიზნად დაისახეს სხვა სკოლებთან მოგვეწყო ფეხბურთში შეჯიბრი  .

შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
                                    ცოდნის კატეგორიზაციის სქემა   ვ. გ. მ.ვ.
ვიცი
გავიგე
მინდა ვიცოდე
კუნთების წყალობით ვმოძრაობთ,
გავიგე თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეული კუნთის სწორედ დატვირთვას.
რა მოსდის კუნთებს ზედმეტი მუშაობის დროს.

               
                   თვითშეფასების რუბრიკა მოსწავლეებისათვის.


თვითშეფასევის კითხვარი
დიახ
არა
ნაწილობრივ
1
 გავიგე მოცემული დავალების ზუსტი დანიშნულება.



2
ჯგუფში მსჯელობისას ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ.



3
მესმის რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს



4
რამდენად კმაყოფილი ვარ გაკვეთილით.



.

თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლისა

სწავლებისას მე:
არასდროს
ხანდახან
ყოველთვის
1
ვუხსნი მოსწავლეს თუ რას დავაკვირდები მათ საქმიანობაში იმის გასარკვევად თუ როგორ დაამუშავეს მათთვის მიცემული დავალება



2
უკუკავშირის მიზნებისათვის ვიყენებ გაკვეთილის მიზნებსა და მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმებს.



3
ვქმნი სასწავლო მიზნებს სასწავლო გეგმის შესაბამისად.



4
სასწავლო მიზნების შექმნისას ვფიქრობ მოსწავლის კონკრეტულ ქცევაზე მოცემულ სასწავლო პირობებში.



5
განმავითარებელი შეფასებისას ვაანალიზებ მოსწავლის მუშაობას.



6
ჩემს მიერ მიწოდებული უკუკავშირი შეიცავს მოსწავლის მიღწევების აღიარებას და ასევე რჩევას შედეგების გასაუმჯობესებლად.




ხელმოწერა: ინგა ლაზარაშვილი.                                                    თარიღი: 3.11.2017w.







                                               სამოდელო გაკვეთილის გეგმა  მე-7 კლასი.



სამოდელო გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის
თემა
სპორტის სათამაშო გუნდური სახეობა-ფეხბურთი
კლასი
მე-7
საგანი და
პედაგოგი
ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
ინგა ლაზარაშვილი.
მოსწავლეთა რაოდენობა
15
განსაკუთრებული
საჭიროებების მქონე
მოსწავლეთა რაოდენობა.
0
სამოდელო გაკვეთილის
ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.


სასწავლო მიზნები
  მ  მოსწავლე შეძლებს სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
·          და დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიურ განვითარებასთან. შეძლებს მოძრავ ბურთზე ფეხის  დარტყმას.
---მოძრავ ბურთზე ფეხით დარტყმის შესწავლა.
ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა
სპ.VII-IX.4. სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლიასპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·           მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
·           დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
·           შეჯიბრისა და ვარჯიშების წინასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;
·           
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
იციან თამაშის წესები, ბურთზე დარტყმა, ბურთის ტარება,ბურთის გადაცემები. უძრავ ბურთზე ფეხის დარტყმა.



გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
მოსამზადებელი ნაწილი10წთ.

აქტივობა 1: ორგანიზაციული საკითხები: კლასის მოწყობა, მისალმება, დღის ანგარიში, ჟურნალის წარმოება.

აქტივობა 2 :სამწყობროვარჯიშები- მოწყობა, სიარული,რბენა.
.
ზოგად განმავითარებელი ვარჯიშები
1.      ზედა კიდურების ვარჯიშები (მხრის,წინამხრის, ხელის მტევნის) ვარჯიშები.
2.      გავა-წელის ვარჯიშები.
3.      ქვედა კიდურების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფის )
 ვარჯიშები.
სპეციალური მიმყვანი ვარჯიშები:
1.      ადგილზე რბენა მუხლის მაღლა აწევით.
2.      ცალ ფეხზე დგომა  და მეორე ფეხის  უკან გაშლა, მოხვრა.
3.      ჩაჯდომები ფეხის გვერძე გაშლით.გაწელვწბი

აქტივობის მიზანი :აქტიური ვარჯიშით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს.


კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი.

აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას მოაწყობს კლასს, მიესალმება, აწარმოებს ჟურნალს .
მოსწავლეები ასრულებენ სამწყობრო ვარჯიშებს, შემდეგ მასწავლებელი ერთ-ერთ მოსწავლესთან ერთად ასრულებს ზოგად განმავითარებელ ვარჯიშებს და ლექციური სახით ხსნის თითოეული ვარჯიშის დატვირთვას. ზედა კიდურის ვარჯიშები ( მხრის, წინამხრის, ხელის მტევნის) ზრდის ხერხემლის მოქნილობას ,ზურგის  კუნთის გახურებას რომლის დროსაც მოძრაობს გამშლელი და მომხრელი კუნთები,(ბიცებსი და ტრიცებსის კუნთები).
გავა-წელის ვარჯიშიც ზრდის ხერხემლის მოქნილობას, და მუცლის პრესის დაჭერას.დოინჯ შემორტყმული მოსწავლეები გადაიხრებიან წინ, უკან , მარჯვნივ ,მარცხნივ , აბრუნებენ ტანს წრიულად.
 მენჯ-ბარძაყის ვარჯიში ზრდის მოქნილობას, მუხლის ვარჯიში ხელს უწყობს ფეხის კუნთების გახურებას  რომლის დროსაც მოძრაობს გამშლელი და მომხრელი კუნთები.
   ტერფის ვარჯიში -მოსწავლეს დოინჯი აქვს შემორტყმული დგას ცალ ფეხზე , მეორე ფეხი მოხრილი აქვს 90 გრადუსზე და ფეხის მტევანს ატრიალებს წრიულად ,ეს ვარჯიში ხელს უწყობს სხეულს  წონასწორობის შენარჩუნებაში.
სპეციალური მიმყვანი ვარჯიშები  მაგ: ადგილზე რბენა მუხლის მაღლა აწევით
 ჩაჯდომები ფეხის გვერძე გაშლით, გაწელვები ხელს უწყობს ფეხის კუნთის გაჭიმვა გახურებას.
 ცალ ფეხზე დგომა და მეორე ფეხის უკან გაშლა, მოხვრა ხელს უწყობს სხეულს  წონასწორობის  შენარჩუნებაში და ფეხის კუნთების გახურებაში.

                                   ძირითადი   ნაწილი -30წთ.

აქტივობა 3 - მინი ლექცია განვლილი მასალისგასააქტიურებლად. 2 წთ.

აქტივობის მიზანი : წინარე ცოდნის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი სიტყვიერად ახსენებს, ხოლო ერთ-ერთი მოსწავლე  აჩვენებს და პრაქტიკულად ასრულებს განვლილ მასალას: უძრავ ბურთზე ფეხის  დარტყმა ხდება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით,  ბურთის ტარებისას  დგარების გარშემო ზიგზაგურად ტერფის შემაღლების შიდა და გარე ნაწილებით. და ბურთის გადაცემასას ყურადღება მივაქციოთ ტერფის სწორად დარტყმას .გადაცემა ხდება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით.

აქტივობა  4. ამოცანების გაცნობა.
გაკვეთილის თემის გაცნობა
შეფასების ფორმების გაცნობა.
აქტივობის მიზანი :მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია  მოძრავი ბურთის  დარტყმაზე  და დარტყმისას ყურადღება გამახვილდეს ფეხის ტერფის სწორ მოძრაობაზე.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს  აცნობს ორგანიზების ფორმებს,( ჯგუფური)  მოსწავლეებს ყოფს  ორ ჯგუფად, აქტიურად რთავს სპორტული ინვენტარის მოწყობაში, ისინი ერთმანეთის გასწვრივ დაალაგებენ წინაღობებს , შემდეგ მასწავლებელი  სიტყვიერად ხსნის და პრაქტიკულად აჩვენებს ახალ შესასწავლ მასალას, ბურთის დარტყმას მოძრავ მდგომარეობაში.ყურადღება ექცევა ბურთის დარტყმის დროს ფეხის სწორ მოძრაობას, რადგან განსაკუთრებით კლასში  გოგონების უმეტესი ნაწილი ვერ ფლობს ბურთს ,უჭირთ სხვადასხვა მოძრაობის დროს  ბურთზე ფეხის სწორად დარტყმის ტექნიკის შესრულება. (2წთ)

 მოძრავ ბურთზე ფეხის დარტყმა (8 წთ.) -  ჯერ ბურთის მიღება ხდება და შემდეგ დარტყმა  ტერფის შემაღლების შიდა  ნაწილით .კლასი გაყოფილია ორ ჯგუფად,თითოეული ჯგუფის წინ დალაგებულია ნიშნულები.1 ჯგუფის წინა წევრები ნიშნულებში ასრულებენ ბურთის ტარებას და გადაცემას მასწავლებლის მიმართულებით,რომელიც ბურთს   უგორებს 2ჯგუფის მოსწავლეებს,რომელებიც ასრულებენ მოძრავბურზე  დარტყმას და ნიშნულებში ბურთის ტარებას .
შეფასება მასწავლებლისგან სიტყვიერი განმავითარებელი .

აქტივობა 5.ორმხრივი თამაში. (18 წთ.)

 მინი ლექცია
თამაშის ძირითად წესებზე:თამაშის დაწყება, აუტისა და კუთხურის მიწოდების წესები.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია  ფეხბურთის თამაშის ძირითადი წესების შესახებდა ნასწავლი მასალის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სიტყვიერად უხსნის ფეხბურთის თამაშის ძირითად წესებს:თამაშის დაწყების, აუტისა და კუთხურის მიწოდების წესს. და მოუწოდებს თამაშის დროს დაიცვან წესები,თავი შეიკავონ როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური უხეშობისაგან. პატივი სცენ ერთმანეთს და ითამაშონ ნორმების დაცვით.  მოსწავლეები თამაშობენ ცალ კარა ფეხბურთს, სადაც ერთი მოსწავლეა მეკარე ორივე გუნდისათვის. ის ობიექტურია და ბურთს გადასცემს შებრუნებული, ზურგის მხრიდან. გოლი არ არის გატანილი, თუ მოთამაშე არ კვეთს ცენტრის ხაზსს.
 თამაშის დაწყება-მატჩისდაწყებისწინტარდებაკენჭისყრა, დაერთ-ერთიგუნდიიღებსუფლებასკარისარჩევისა,ხოლო მეორე გუნდი -ბურთის არჩევას.. გუნდსრომელსაც ბურთი აქვს ბურთი შეყავს თამაშში. გუნდი, რომელიცირჩევსკარს, იწყებსთამაშსმეორეტაიმში. მეორეტაიმშიგუნდებიცვლიანმხარეებს.
აუტი-ბურთისშემოგდებისუფლებაეძლევაიმმოთამაშისმეტოქეგუნდს, რომელიცუკანასკნელადშეეხობურთს, ვიდრებურთიმთლიანადგადაკვეთდაგვერდითხაზსმიწაზეანჰაერში. უშუალოდბურთისშემოგდებიდანგოლისგატანაარშეიძლება:
 • თუბურთიგადისმეტოქისკარში - ინიშნებაკარიდანდარტყმა
თუბურთიგადისბურთისშემომგდებისსაკუთარკარში - ინიშნებაკუთხურიდარტყმა

კუთხურიდარტყმაინიშნებაროდესაცბურთიმთლიანადგადაკვეთსკარისხაზსმიწაზეანჰაერში, იმპირობით, რომმასბოლოსშეეხოდამცველიგუნდისმოთამაშედაგოლიარარისგატანილი. უშუალოდკუთხურიდარტყმიდანგოლიშეიძლებაგატანილიიქნას, მაგრამმხოლოდმეტოქეგუნდისკარში
 1. პროცედურა
ბურთიუნდამოთავსდესკუთხურირკალითშემოსაზღვრულზონაში
 • ბურთიუნდაიყოსუძრავიდაუნდადაირტყასშემტევიგუნდისმოთამაშისმიერ
 • ბურთითამაშშია, როდესაცისდარტყმულიადააშკარადმოძრაობს; 2. დარღვევებიდასანქციებითუბურთისთამაშშიშესვლისშემდეგდამრტყმელიგანმეორებითეხებაბურთს, ვიდრემასშეეხოსხვარომელიმემოთამაშე, ინიშნებათავისუფალიდარტყმა; თუდამრტყმელიგანზრახშეეხებაბურთსხელით:
 • დაინიშნებასაჯარიმოდარტყმა

კლასი გაყოფილია 4 შერეულ  გუნდად.(გუნდში თანაბრად არიან გადანაწილებული გოგონები და ვაჟები, დაცულია მოსწავლეთა ფიზიკური სიძლიერე.)
  თამაშობს პირველი, მეორე გუნდი, ხოლო მესამე და მეოთხე გუნდის წევრბი თამაშის დაწყებამდე ასრულებენ პამპულობანას ჯგუფებში ბურის გადაცემებს. პამპულას ,მოთამაშეებსა და ცალკარა ფეხბურთის მოთამაშეებს  ჰყავთ მასწავლებლის მიერ არჩეული მსაჯი- მოსწავლეები.
თამაში იწყება მასწავლებლის სასტვენის ხმაზედაგარკვეული დროის შემდეგ გუნდები ცვლიან პოზიციებს.
მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას  მოსწავლის ქმედებიდან გამომდინარე. ურიგებს შეფასების ფერად ბარათებს.

დასკვნითი ნაწილი -5 წთ

აქტივობა 6:   (  დრო 2 წთ) დამამშვიდებელი სუნთქვითი ვარჯიშები.

კლასის ორგანიზების ფორმა: მთლიანი კლასი.

აქტივობის მიზანი:ფიზიკური დატვირთით განვითარებული დაღლილობის მოხსნა.
აქტივობის აღწერა : ნელი სიარული, ჩასუნთქვა ამოსუნთქვის ვარჯიშის ჩატარება.

აქტივობა 7: საშინაო დავალების მიცემა. 1წთ.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი საშინაო დავალებად მისცემს მოსწავლეებს  ბურთის მიღებისა და  ტარების ხერხების გაუმჯობესება- დახვეწას.
შფასება და თვით შეფასება.
შეფასება იქნება სიტყვიერი განმავითარებელიკომენტარების  მიცემა. ურიგებს შეფასების ფერად ბარათებს.  2წთ.
სასწავლო  რესურსი ინვენტარი.
ფეხბურთის ბურთი, წამზომი, სასტვენი,გადასაცმელები, დგარები.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი.
თემის შესწავლის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს  ბურთის დარტყმა მოძრავ მდგომარეობაში.

შეფასებისსქემა
კრიტერიუმი  
პირობითი ჩათვლა
ჩათვლა
წარჩინებული ჩათვლა
საერთო ფიზიკური მომზადება
საშუალოზე დაბალი ფიზიკური მომზადება
საშუალო ფიზიკური მომზადება
მაღალი ფიზიკური მომზადება
თამაშის ფლობა და ტექნიკურ-ტაქტიკური მხარე
სუსტად ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკურ მხარეს
საშუალოდ ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკურ მხარეს
მაღალ დონეზე ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკური მხარეს
 ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა
საშუალოდ ერთვება გუნდის თამაშში და ნაკლებად აქტიურია
ერთვება თამაშში აქტიურია
სრულად ჩართულია თამაშში ეხმარება თანაგუნდელებს


ინგა ლაზარაშვილი                               14.05.2019




სამოდელო პრობლემაზე ორიენტირებული  გაკვეთილის რეფლექსია.

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის N 2 საჯარო სკოლაში 2019 წლის 14 მაისს მე-7 კლასში ჩავატარე სამოდელო (პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი თემაზე: სპორტის სათამაშო გუნდური სახეობა ფეხბურთი(ცალკარა ფეხბურთი).ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მოსწავლეებიდან გოგონების უმეტესობას უჭირთ ბურთის ფლობა, დატექნიკის სწორად შესრულება.ამ გაკვეთილში ყურადღება გავამახვილე და ძირითადად იმუშავეს მოძრავ ბურთზე ფეხის სწორად დარტყმის ტექნიკის შესრულებაზე  სხვადასხვა ხერხებით.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო მასწავლებლისთვის.დამსწრე კოლეგები ახალ მასალას მოსწავლეებს გადასცემენ სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, იმ  აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევებით  რითაც დააკავშირებს ფიზიკურ  აქტივობას  საკუთარ ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიურ განვითარებასთან .ეს  ხელს შეუწყობს მოსწავლეებს  მიღებული ცოდნის უკეთ გაღრმავებაში და  სტიმულის მიცემაში.  სხვადასხვა ხერხით ტექნიკური ელემენტის შესწავლა და ასევე საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვა მსაჯის სახით, ინვენტარის მოწყობაში,  თვით დაჯერებულობასა  და ლიდერობის  უნარს უვითარებს.
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ სპორტული აქტივობისას ყველა ძირითადი აუცილებელი მოძრაობითი უნარ ჩვევები.დაეკავშირებინა ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფსიქოლოგიურ განვითარებასთან , შეესწავლათ მოძრავ ბურთზე ფეხის დარტყმის ტექნიკა. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილში დასახული ყველა მიზნის მიღწევა.
 ეს გაკვეთილი დაგვეხმარება როგორც მე ასევე ჩემს კოლეგებს პრაქტიკაში დავნერგოთ მრავალფეროვანი გაკვეთილი. გაკვეთილზე გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობა რესურსების თანხლებით,წინაღობები  რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ბურთის ფლობაში,ტარებაში,მიღება და გადაწოდებაში. ვათამაშე პამპულობანა სადაც უკეთ მოხდაც მოძრავ ბურთზე ფეხის დარტყმის ტექნიკის დახვეწა.რამაც პრობლემის დაძლევას შეუწყო ხელი.პრობლემაზე ორიენტირებულის სწავლების არსი ის არის რომ მასწავლებელმა დაანახოს მოსწავლეებს პრობლემა და მათ აღმოსაფხვრელად მიმართოს  ალტერნატიულ გზებს .რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას და ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
ტექნიკური მხარეების შესწავლას შეუწყო ხელი ჩემს მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.ჩატარებული გაკვეთილიდან დავინახე რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში,ყველა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას.
თითოეული გაკვეთილის კომპონენტი იყო აქტიური ხალისიანი და წარმატებული.

 მოგეხსენებათ სპორტი ემოციური ,აქტიური თამაშია სადც ხდება ემოციების გამოხატვა და ერთ ერთმა მოსწავლემ თამაშის დროს ვერ დამალა თავისი ემოცია , აყვირდა თანაგუნდელების მისამართით და მოვუწოდე სიმშვიდისკენ,  წესების დაცვისკენ, რაც გაითვალისწინა .მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით, სხვადასხვა ღონისძიებების (შჯიბრი, ლაშქრობა.) მოწყობით შევძლებ ფიზიკური აქტივობა დააკავშირონ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.
მსგავსი ტიპის გაკვეთილის  ჩატარებისას მომავალში მოსწავლის ქცევაზე ვიქნები ორიენტირებული რათა თამაშის დროს არ მოხდეს მოსწავლეებს შორის კონფლიქტი.  ჩავატარებ ისევ პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილს , მათი შეხედულებებისა და შესაძლებლობების   გათვალისწინებით ,ალტერნატიული გზებით  ერთად გადავჭრით პრობლემას .პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისას კრიტიკულად აფასებენ თავის თავსაც და სხვასაც და აქედან გამომდინარე უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება.





                                      სამოდელო გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის
თემა
„ხელბურთის ელემენტების შესწავლა“.
კლასი
მე-6
საგანი და
პედაგოგი
ფიზიკური აღზრდა .
ინგა ლაზარაშვილი.
მოსწავლეთა რაოდენობა
11
განსაკუთრებული
საჭიროებების მქონე
მოსწავლეთა რაოდენობა.
0
სამოდელო გაკვეთილის
ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.


სასწავლო მიზნები
  მ  მოსწავლე შეძლებს სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
·          და დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ  ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.შეძლებენ  სხვადასხვა სპეციალური მოძრავი თამაშებით  ხელბურთის ელემენტების შესწავლას.ბურთის ორი ხელით   გადაცემას და მიღებას,  სამიზნეს გაჭრას.
ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა
სპ.VII-IX.4. 
..სტ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევის წარმოჩენა ფიზიკური აქტივობისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
 ერთმანეთს უხამებს სხვადასხვა სახის და სისწრაფის მოძრაობებს;
·  აქტიური თამაშის წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;                
·  იყენებს სხვადასხვა გუნდური თამაშის ძირითად ტექნიკურ ელემენტებს;

·                      
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოძრავი თამაშებით სიმარჯვის და მოქნილობის განვითარება.



გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
მოსამზადებელი ნაწილი10წთ.

აქტივობა 1: ორგანიზაციული საკითხები: კლასის მოწყობა, მისალმება, დღის ანგარიში, ჟურნალის წარმოება.

აქტივობა 2 :სამწყობროვარჯიშები-

ბრუნები ადგილზე;
გადაწყობა ერთ და ორ  რიგად;
სიარული ადგილზე და მოძრაობაში;
სიარული დიაგონალზე;

.
ზოგად განმავითარებელი ვარჯიშები.
. - ძირითადი დგომი;
1 -
წინმკლავი თითები მომუჭული;
2 -
თითები გამართული;
3 -
განმკლავი;
4 -
ზემკლავი;
5- გავა-წელის ვარჯიშები.
6 - მენჯ-ბარძაყის მუხლის ვარჯიშები.(ბუქნები)

აქტივობის მიზანი :აქტიური ვარჯიშით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს.


კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი.

აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას მოაწყობს კლასს, მიესალმება, აწარმოებს ჟურნალს .
მოსწავლეები ასრულებენ სამწყობრო  ვარჯიშებს, შემდეგ მასწავლებელი ერთ-ერთ მოსწავლესთან ერთად ასრულებს ზოგად განმავითარებელ ვარჯიშებს და ლექციური სახით ხსნის თითოეული ვარჯიშის დატვირთვას. ზედა კიდურის ვარჯიშები ( მხრის, წინამხრის, ხელის მტევნის) ზრდის ხერხემლის მოქნილობას ,ზურგის  კუნთის გახურებას რომლის დროსაც მოძრაობს გამშლელი და მომხრელი კუნთები,(ბიცებსი და ტრიცებსის კუნთები) წვრილი მოტორიკის გახურება-გააქტიურებას.
გავა-წელის ვარჯიშიც ზრდის ხერხემლის მოქნილობას, და მუცლის პრესის დაჭიმვას.დოინჯ შემორტყმული მოსწავლეები გადაიხრებიან წინ, უკან , მარჯვნივ ,მარცხნივ , აბრუნებენ ტანს წრიულად.
 მენჯ-ბარძაყის და მუხლის ვარჯიში ზრდის მოქნილობას,  ხელს უწყობს ფეხის კუნთების გახურებას  რომლის დროსაც მოძრაობს გამშლელი და მომხრელი კუნთები.
   ტერფის ვარჯიში -მოსწავლეს დოინჯი აქვს შემორტყმული დგას ცალ ფეხზე , მეორე ფეხი მოხრილი აქვს 90 გრადუსზე და ფეხის მტევანს ატრიალებს წრიულად ,ეს ვარჯიში ხელს უწყობს სხეულს  წონასწორობის შენარჩუნებაში.
აქტივობის შედეგი: -ვარჯიშის შდეგად გაუმჯიბესდა მოტორული უნარ ჩვევები, გახურდა სხეულის კუნთები რომელიც მზად არის შემდეგი აქტივობის შესასრულებლად.

                                   ძირითადი   ნაწილი -30წთ.

აქტივობა 3 - მინი ლექცია განვლილი მასალის გასააქტიურებლად.


აქტივობის მიზანი : წინარე ცოდნის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი სიტყვიერად ახსენებს რომ წინა გაკვეთილის თემა იყო სიმარჯვის და მოქნილობის განვითარება.

 ხოლო სამი მოსწავლე  აჩვენებს და პრაქტიკულად ასრულებს განვლილ მასალას:ყველა თავის ალამთან“.რიგით N 1. N2. N3.მოთამაშეები დადგებიან ზურგით მოედნისაკენ და მასწავლებლის სასტვენის ხმაზე  მიირბენენ თავის ალმებთან. N1. N2 N.3. დანომრილ ფერად ალმებთან. რომელიც მოედნის ბოლოს ერთმანეთის გვერდიგვერდ დევს.
გამარჯვებულია ის ვინც პირველი მიირბენს თავის ალამთან. (2 წთ)

აქტივობის შედეგი: მოძრავი თამაშებით განუვითარდათ სიმარჯვისა და მოქნილობის უნარი.

აქტივობა  4. ამოცანების გაცნობა.
გაკვეთილის თემის გაცნობა.
თამაშის ძირითადი წესების გაცნობა.
გუნდური თამაშისას დისწიპლინის დაცვა, საკუთარი ქცევისა და ემოციის გაკონტროლება.
შეფასების ფორმების გაცნობა.
აქტივობის მიზანი :-მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია სპეციალური მოსამზადებელი მოძრავი თამაშის ხელბურთის გარკვეული ელემენტების  ბურთის ორი ხელით   გადაცემა  და მიღება,   სამიზნეს გაჭრა.    სხვადასხვა თამაშებით(„მონადირე და იხვები“. „ბურთი შუაში მდგომს“ „დღე და ღამე“, „წრეში ბურთი 10 რგოლით“.) სრულყონ ნასწავლი ტექნიკის გამოყენება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ორგანიზების  ფორმებს. (ჯგუფური) და მინი ლექციის სახით აწვდის ინფორმაციას   სპეციალური მოსამზადებელი მოძრავი თამაშის ხელბურთის გარკვეული ელემენტების შესახებ:ხელბურთი უნივერსალური სპორტული თამაშია რომელსაც ბევრი რამ აქვს საერთო ფეხბურთთან და კალათბურთთან.ხელბურთის ძირითადი ტექნიკური ხერხებია-გადაადგილება სირბილში სხვადასხვა მიმართულებით,სწრაფი გარბენები,ბურთის ტარება, გადაცემა და მიღება,ბურთის ტყორცნა კარში ხტომაში და ხტომის გარეშე.ჰყავს მეკარე და ა.შ. მაგრამ ჩვენ შევისწავლით დღეს   ბურთის ორი ხელით   გადაცემას და მიღებას,   სამიზნეს გაჭრას.    სხვადასხვა თამაშებით.
  მოსწაბვლეებს ყოფს ორ გუნდად.შემდეგ მასწავლებელი  სიტყვიერად ხსნის და პრაქტიკულად აჩვენებს ახალ შესასწავლ მასალას, ბურთის ორი  ხელით გადაცემას  მკერდიდან, თავს ზემოდან და ბურთის მიღება-დაჭერა ორი ხელით. ყურადღება ექცევა ბურთის სწორ გადაცემას და მიღებას,რადგან კლასში მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ვერ ფლობს ბურთს.უჭირთ სხვადასხვა მოძრაობის დროს ბურთის ორი  ხელით სწორად მიღება- გადაცემის ტექნიკის შესწავლა დაუფლება. (2 წთ)

მასწავლებელი  მოსწავლეებს გაყოფს ორ გუნდად.(გუნდში  არიან გადანაწილებული გოგონები და ვაჟები, დაცულია მოსწავლეთა ფიზიკური სიძლიერე). დადგებიან ერთმანეთის პირისპირ , რომლებიც  შეასრულებენ ბურთის გადაცემის  ტექნიკას  მკერდიდან  და  ბურთის მიღებას, შემდეგ გადასცემენ  თავს ზემოდან .(ყურადღება გამახვილდება ტექნიკურ მხარეზე.)
მასწავლებლისაგან მიიღებენ სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას.(3წთ)ი

 მასწავლებელი სიტყვიერად ახსენებს მინი ლექციის სახით თამაშის ძირითადი წესების ცოდნა გვეხმარება წარმატების მიღწევაში.
ქცევის წესების დაცვა გვეხმარება გაკვეთილზე აქტიურ ჩართულობაში,თამაშის დროს მოგებასა და  წაგებაზე მეტად მნიშვნელოვანია ფიზიკური განვითარება. უნდა შეგვეძლოს ემოციის კონტროლი. გუნდური წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანაგუნდელებთან შეთანხმებული მოქმედება.
შემდეგ მოსწავლეებს  აცნობს ორგანიზების ფორმებს,( ჯგუფური) და შეფასების ფორმებს. (2 წთ)
 მოსწავლეებს ყოფს  ორ ჯგუფად და გააცნობს თამაშის წესს ბურთი შუაში მდგომს“.  2  გუნდადგაყოფილი მოთამაშეები  დგებიან წრეზე. ყოველი წრის ცენტრში დგას წამყვანი მოთამაშე ბურთით ხელში. მასწავლებლის ნიშანზე წამყვანი მოთამაშეები იწყებენ ბურთის
გადაცემას, რაც შეიძლება სწრაფად თავისი გუნდის მოთამაშეებზე თანმიმდევრობით, ისინი კი თავის
მხრივ უკან უბრუნებენ. მიიღებს რა ბურთს უკანასკნელი მოთამაშისაგან, ასწევს ბურთს მაღლა.
გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის წამყვანიც პირველი ასწევს ბურთს.
  გუნდის ყველა წევრს მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
 (  5 წთ.) - 
მასწავლებელი აფასებს სიტყვიერი განმავითარებელი  შეფასებით.

მონადირე და იხვები“.  ბავშვები გაყოფილნი არიან ორ გუნდად. პირველი - „მონადირეები“, მეორე -„იხვები“.
მონადირეებიდგანან წრეზე, ხოლოიხვები“ - წრეში. „მონადირეებიბურთის პირდაპირი სროლით
ცდილობენ ჩაჭრანიხვები“. ჩაჭრილი მოთამაშე გამოდის თამაშიდან, როცა ყველა მოთამაშე ჩაიჭრება,
გუნდები გაცვლიან ადგილებს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ხანს გასტანს წრეში.
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს სიტყვიერი განმავითარებელი შეფასებით.
 ( 5 წთ)
დღე და ღამე“.  მასწავლებელი გააცნობს თამაშის წესს.  ორ გუნდად გაყოფილი მოსწავლეები  განლაგდებიან ცენტრალური ხაზიდან ერთი
მეტრის დაშორებით, ერთმანეთის საპირისპიროდ. ერთი გუნდი არისდღე“, მეორე - „ღამე“;

მასწავლებლის სასტვენის ხმაზე დასახელებული გუნდი გარბის თავისი მოედნის ბოლოს მდებარე ბინაში, ხოლო
მეორე გუნდის მოთამაშეები მისდევენ მათ ჩასაჭრელად. ჩაჭრილ მოთამაშეებს ითვლიან და თამაშს
განაახლებენ ისევ ცენტრალური ხაზიდან და გუნდები ცვლიან პოზიციებს. თამაში მეორდება 2- ჯერ. გამარჯვებულია ის გუნდი,
რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის მეტ მოთამაშეს ჩაჭრის.
შეფასება მასწავლებლისგან სიტყვიერი განმავითარებელი .-
მასწავლებელი აფასებს მისი ქმედებიდან გამომდინარე. (5 წთ)

 წრეში ბურთი  10 რგოლით“ (6წთ) მასწავლებელი გააცნობს თამაშის წესს მოსწავლეებს რომ:
მოსწავლეების ერთი გუნდი წრეშია , მიმოფანტულია ძირს  მუყაოს ქაღალდისგან გამოჭროლი რგოლები, რომელზეც აწერია ციფრები 1-10 მდე. მოთამაშეებმა თამაშისას  რგოლები უნდა ამოატრიალონ რადგან დაინახონ ციფრები და შემდეგ  ნუმერაციის მიხედვით აკრიფონ. გუნდი რომელიც სწორად აკრიფავს თამაშისას  რგოლებს ის  გუნდი ჩაითვლება გამარჯვებულად.

აქტივობის შედეგი-მოსწავლეებმა შეძლეს  მოძრავი თამაშებით  ხელბურთის ელემენტების შესწავლა.ბურთის ორი ხელით მკერდის არედან და თავს ზემოდან გადაცემა , ბურთის სწორად მიღება  და სამიზნეს გაჭრა.უვითარდებათ მოქნილობის, სისწრაფის უნარი, აქტიურდება წვრილი და მსხვილი მოტორიკა.

დასკვნითი ნაწილი -5 წთ

აქტივობა 6:   (  დრო 2 წთ) დამამშვიდებელი სუნთქვითი ვარჯიშები.

კლასის ორგანიზების ფორმა: მთლიანი კლასი.

აქტივობის მიზანი:ფიზიკური დატვირთით განვითარებული დაღლილობის მოხსნა.
აქტივობის აღწერა : ნელი სიარული, ჩასუნთქვა ამოსუნთქვის ვარჯიშის ჩატარება.

აქტივობა 7: საშინაო დავალების მიცემა. 1წთ.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი საშინაო დავალებად მისცემს მოსწავლეებს ორი ხელით  ბურთის გადაცემა  კედელთან მკერდის არედან , თავს ზემოდან და მისი ორი ხელით სწორად  მიღება.
შფასება და თვით შეფასება.
შეფასება იქნება სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარების  მიცემა.ვურიგებ  შეფასების ფერად ბარათებს.  2წთ.
სასწავლო  რესურსი ინვენტარი.
 ბურთი, წამზომი, სასტვენი,გადასაცმელები, განმავითარებელი შეფასების ბარათები.ფერადი დროშები/ალმები. მუყაოს ქაღალდისაგან გამოჭრილი რგოლები.
 დამატებითი ლიტერატურა  ფიზიკური აღზრდა I- VI კლასების გზამკვლევი.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი.
თემის შესწავლის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს ორი ხელით მკერდის არედან  და თავს ზემოდან ბურთის გადაცემა -მიღება, სამიზნეს გაჭრა.


შეფასების სქემა
კრიტერიუმი  
პირობითი ჩათვლა
ჩათვლა
წარჩინებული ჩათვლა
იცის თამაშის ძირითადი წესები.(ქცევის წესი, ემოცია, დისციპლინა .)
საშუალოზე დაბალი ცოდნა.
ნაწილობრივი ცოდნა
მაღალ დონეზე.
საერთო ფიზიკური მომზადება
საშუალოზე დაბალი ფიზიკური მომზადება
საშუალო ფიზიკური მომზადება
მაღალი ფიზიკური მომზადება
 თამაშის ფლობა და ტექნიკური -ტაქტიკური მხარე.
სუსტად ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკურ მხარეს
საშუალოდ ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკურ მხარეს
მაღალ დონეზე ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკური მხარეს
იცის გუნდური თამაშის წესები
მოქმედებს თანაგუნდელებთან შეთანხმებლად.
თანაგუნდელებთან ერთად ერთვება თამაშში  და შეთანხმებულად თამაშობს საერთო სპორტული მიზნის  მისაღწევად.
აქტიურად მოქმედებს  ,შეთანხმებულად თამაშობს და ეხმარება თანაგუნდელებს საერთო სპორტული მიზნის მისაღწევად.
იყენებს გუნდური თამაშისას ძირითად ტექნიკურ ელემენტებს;

ინგა ლაზარაშვილი                       

                 29 .05.2019.





მასწავლებელი:  ინგა  ლაზარაშვილი

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის N 2 საჯარო სკოლაში 2019 წლის 29  მაისს მე-6 კლასში ჩავატარე სამოდელო (პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი თემაზე: „ხელბურთის ელემენტების შესწავლა.“აღნიშნულ კლასში მოსწავლეების გარკვეული ნაწილს  უჭირთ ბურთის ფლობა,სხვადასხვა მოძრაობის დროს ბურთის ორი ხელით სწორად მიღება-გადაცემის, სამიზნეს გაჭრის  ტექნიკის შესწავლა -დაუფლება, ემოციების კონტროლი. ამ გაკვეთილზე ყურადღება გავამახვილე   ბურთის ფლობის ტექნიკის შესწავლაზე, ბურთის  ორი ხელით  გადაცემა-მიღებასა დასამიზნეს გაჭრაზე, რომელიც სხვადასხვა თამაშით განამტკიცეს.  ასევე ვიმუშავე მოსწავლეების  ქცევის მართვაზე ,რათა  თამაშისას არ მომხდარიყო კონფლიქტი.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო მასწავლებლებისათვის.დამსწრე კოლეგები  ჩემ  მიერ გამოყენებულ  მეთოდებსა  და აქტივობებს  გამოიყენებენ  საკუთარ  პედაგოგიურ  პრაქტიკაში,  კონკრეტულად, ახალ მასალას მოსწავლეებს გადასცემენ სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, იმ  აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევებით,  რითაც დააკავშირებს ფიზიკურ  აქტივობას  საკუთარ ფიზიოლოგიურ,  ფსიქოლოგიურ განვითარებასთან . შეძლებენ სხვადასხვა სპეციალური მოძრავი თამაშებით  საჭირო ტექნიკის  ფლობისათვის  ელემენტების შესწავლას.ეს  ხელს შეუწყობსმოსწავლეებს  მიღებული ცოდნის უკეთ გაღრმავებასა და  სტიმულის მიცემაში, სხვადასხვა ხერხით ტექნიკური ელემენტის შესწავლაში.
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ სპორტული აქტივობისას ყველა ძირითადი აუცილებელი მოძრაობითიუნარ- ჩვევები, დაეკავშირებინათ  ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფსიქოლოგიურ განვითარებასთან , სხვადასხვა სპეციალური მოძრავი თამაშებით განემტკიცებინათ ხელბურთის ელემენტების შეესწავლა:ბურთის ორი ხელით გადაცემა, მიღება და სამიზნეს გაჭრა.და ასევე ეკონტროლებინათ ქცევის წესები, რათა საგაკვეთილო პროცესში აქტიურადყოფილიყვნენ ჩართულნი.  მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილზე   დასახული ყველა მიზნის მიღწევა.
 ეს გაკვეთილი დაგვეხმარება როგორც მე,  ასევე ჩემს კოლეგებს პრაქტიკაში დავნერგოთ მრავალფეროვანი  აქტივობები. გაკვეთილზე გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობა  ინოვაციური რესურსის თანხლებით,წრეში ბურთი 10 რგოლით,  რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ბურთის ფლობაში,მიღება ,გადაწოდება, სამიზნეს გაჭრა. ვათამაშე სხვადასხვა თამაშები,სადაც უკეთ მოხდა ხელბურთის ელემენტების ტექნიკის დახვეწა.რამაც პრობლემის დაძლევას შეუწყო ხელი.პრობლემაზე ორიენტირებულის სწავლების არსი ის არის,  რომ მასწავლებელმა დაანახოს მოსწავლეებს პრობლემა და მათ აღმოსაფხვრელად მიმართოს  ალტერნატიულ გზებს .რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას და ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
ტექნიკური მხარეების შესწავლას,  შესაბამისი  უნარ-ჩვევების  განმტკიცებას,  პრობლემის  მოგვარების  უნარის  განვითარებას  შეუწყო ხელი ჩემ მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.ჩატარებული გაკვეთილიდან დავინახე რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში,ყველა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას.
თითოეული გაკვეთილის კომპონენტი იყო აქტიური ხალისიანი და წარმატებული.
გაკვეთილზე  გამოყენებული მქონდა  ოთხი აქტივობა,  რომლებიც  ემსახურებოდა  გაკვეთილის მიზნის  მიღწევას.  თითოეულ  აქტივობას  თავისი  დანიშნულება  ჰქონდა.  დასაწყისისათვის  გამოყენებული  აქტივობა  განკუთვნილი იყო  სამწყობრო  ვარჯიშისათვის.  დანარჩენი კი ორიენტირებული იყო  პრობლემის   დასაძლევად. (ბურთის  ორი ხელით  ფლობა,  გადაცემა-მიღება,  სამიზნეს  გაჭრა  და  ემოციების  მართვა).
 მოგეხსენებათ,  სპორტი ემოციური ,აქტიური თამაშია,  სადც ხდება ემოციების გამოხატვა და.მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით, სხვადასხვა ღონისძიებების (შჯიბრი, ლაშქრობა.) მოწყობით შევძელი  ფიზიკური აქტივობა დაეკავშირებინათ  ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან,  თუმცა,  ვფიქრობ,  რომ  ეს   პრობლემა (ემოციების  მართვა)  მაინც  რჩება  აქტუალურ საკითხად,  ამიტომ  ყოველთვის  გავითვალისწინებ  ხოლმე  მოსწავლეთა  განწყობის,  ემოციების  მართვის  საჭიროებას  თითოეულ  გაკვეთილზე.
მსგავსი ტიპის გაკვეთილის  ჩატარებისას მომავალში  გავითვალისწინებ  მოსწავლის შესაძლებლობებს და .  ჩავატარებინოვაციურ გაკვეთილს ,მათი შეხედულებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით,   უფრო მეტად  ჩავრთავ  მოსწავლეებს  აქტივობების  შერჩევასა  და  შეფასების  რუბრიკის  შედგენაში,  რათა   მოსწავლეებს  ჰქონდეთ  მეტი  მოტივაცია  მთელ  საგაკვეთილო  პროცესში.


7. 06. 2019წ.
დანართი N1
სარეკომენდაციო - გაკვეთილის გეგმა
სკოლა: სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის N 2 საჯაროსკოლა
სწავლებისსაფეხური: საბაზო
კლასი: 8
საგანი :ფიზიკური აღზრდა და სპორტი
მოსწავლეთარაოდენობა: 15
შშმ და სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა 0
პედაგოგი : ინგა ლაზარაშვილი   
თემა:  -სპორტის სათამაშო (გუნდური) სახეობები - ფეხბურთი;
ტექნიკური ელემენტი - ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა და გარე ნაწილებით ;
გაკვეთილის მიზანი : ბურთის  ტარების სასწავლა ტერფის შიდა და გარე ნაწილებით .


მოსამზადებელი ნაწილი   6- წუთი
სამწყობრო ვარჯიშები - მოწყობა, სიარული, რბენა.
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები
·      კისრის ვარჯიშები;
·      ზედა კიდურების (მხრის, წინამხრის, ხელის მტევნის) ვარჯიშები;
·      გავა-წელის ვარჯიშები;
·      ქვედა კიდურების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფის) ვარჯიშები.
სპეციალური მიმყვანი ვარჯიშები 2-წთ

  • ადგილზ ხტუნვა მუხლის მაღლა აწევით;
·         ჩაჯდომა ფეხის გვერძე გაწევით.
ძირითადი ნაწილი -30 წუთი
წინარე ცოდნის გახსენება(2- წუთი)
 მასწავლებელი სიტყვიერად ახსენებს, აჩვენებს ან პრაქტიკულად ასრულებინებს განვლილ მასალას: ბურთის გაჩერება ტერფის შემაღლების შუა ნაწილით, მომზადება შემდგომი მოქმედებებისათვის და ბურთის დაფარვა სხეულით.
ახალი მასალის შესწავლა
მასწავლებელი - სიტყვიერად ხსნის  და  პრაქტიკულად  აჩვენებს    ახალ შესასწავლ მასალას, ბურთის შეჩერებას. ყურადღება ექცევა ბურთის გაჩერებას ტერფის შემაღლებული ნაწილით . ფეხის სწორ მოძრაობს. (3- წუთი)
  ბურთის შეჩერება ტერფის  შემაღლებული შუა ნაწილით- კლასი გაყოფილია ორ  ჯგუფად, ჯგუფის წინა წევრები  ნიშნულებში ასრულებენ ბურთის ტარებას და გადაცემას მასწავლებლის მიმართულებით,  რომელიც ბურთს აჩერებს ტერფის შემაღლების შუა ნაწილით ,ბურთს ფარავს სხეულით  და უგორებს  მოსწავლეს,  მოსწავლეც ასრულებს მოძრავი ბურთის  შეჩერებას  დაფარვას  და გადააწოდებას. მოსწავლეები რომლებმაც შეასრულეს აღნიშნული მოქმედებები   დგებიან ჯგუფის ბოლოში.(13 - წუთი.)
ორმხრივი თამაში- კლასი გაყოფილია ოთხ შერეულ გუნდად.(გუნდში თანაბრად არიან გადანაწილებული გოგონები და ვაჟები, დაცულია  მოსწავლეთა  ფიზიკური სიძლიერე).
კენჭის ყრის შედეგად თამაშობს პირველი, მეორე გუნდი, ხოლო მესამე და მეოთხე გუნდის წევრები თამაშის დაწყებამდე ასრულებენ ჯგუფებში ბურთის გადაცემებს. გარკვეული დროის შემდეგ გუნდები ცვლიან პოზიციებს. (14- წუთი.)
დასკვნითი ნაწილი 3-5 წუთი
დამამშვიდებელი სუნთქვითი ვარჯიშები.
გაკვეთილის შეფასება, განმავითარებელი კომენტარების მიცემა.
საშინაო დავალების მიცემა. 
გამოყენებული რესურსი(ინვენტარი)
ფეხბურთის ბურთი, წამზომი, სასტვენი, გადასაცმელები, დგარები.




                                            


1 комментарий: