შეფასების რუბრუკა



განმავითარებელი  შეფასების  დანიშნულებაა: მოსწავლის სწავლის  მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი, რაც ეხმარება მასწავლებლებს  სწავლების, ხოლო  მოსწავლეებს  სწავლის  გაუმჯობესებაში. 
   ეს  არის მოსწავლის სწავლაზე მუდმივი დაკვირვების, აღრიცხვისა და ანალიზის  პროცესი. 
   იგი  მოიცავს  მიმდინარე  შემოწმებას, დაკვირვებას  და განხილვას.
          დაკვირვების  აღნუსხვის  ინსტრუმენტებია:
  • მოკლე  ჩანაწერები
  • მონიტორინგის რვეული
  • წებოვანი ქაღალდები
  • მოსწავლის პორტფოლიო
                კონსტრუქციული  უკუკავშირი
1. რა     გააკეთა   კარგად;
2. რა საჭიროებს  გაუმჯობესებას;
3. როგორ  უნდა  გაუმჯობესდეს;
  • ეს   კარგი    ნაშრომია,   რადგან..............
  • შენი    ნააზრევიდან   გამოჩნდა, რომ............
  • შენ   მართლაც  კარგად  გააკეთე  ორი რამ:  ------------- და ------------------
  • სასურველია, რომ  ამის  შემდეგი  ნაბიჯი  იყოს.........
  • იქნებ  გეცადა.................
  • საკითხის  ახსნისას  შენ.................
  • კიდევ  ერთი  რამ, რაც  უნდა  გააუმჯობესო, არის.........
  • შენ  გჭირდება  უფრო  მეტი  ძალისხმევა, რათა..........
  • შენ  ნაკლებად  გჭირდება.............
  • შეეცადე   მეტი   ყურადღება    დაუთმო............
  • გაიხსენე, როგორ    ვაკეთებთ.................
  • შემდეგ     ჯერზე    გამოიყენე......

განმავითარებელი შეფასების საშუალებები.

                http://mastsavlebeli.ge/?p=1869

განმავითარებელი შეფასება.

http://mastsavlebeli.ge/?p=2221



მასწავლებლის წიგნი.
https://drive.google.com/file/d/1l2JRxqzZVt8CaSuOyTRkDakTeJc0p83L/view



კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჩართულობა და თანამშრომლობა
მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს  საგაკვეთილო აქტივობებში,მაგრამ ნაკლები ინტენსივობით ითვისებს იმ აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევებს,რომლებსაც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი. უჭირს თამაშისას გუნგური წესების დაცვა.
აქტიურობს, მაგრამ აქვს ხარვეზები, ცდილობს არსებული ცოდნის გაუმჯობესებას, ნაკლებად თანამშრომლობს მასწავლებელთან და მოსწავლეებთან,რაც ხელს უშლის  გუნდური თამაშის წესების დაცვას.
აქტიურადაა  ჩართული  საგაკვეთილო პროცესში და თანამშრომლობს როგორც მასწავლებელთან ასევე თანატოლებთან.
მრავალმხრივი და სპორტული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოყენებას. წინააღმდეგობრივი ბარიერის შემთხვევაში ადვილად პოულობს გამოსავალს.
იცავს გუნდური თამაშის წესებს.
ტაქტიკური მომზადება
უჭირს  თამაშისას ტაქტიკური მოქმედების შესრულება,რომელიც მდგომარეობს თამაშის ნაწილების შერჩევასა და განლაგებაში
შეუძლია თამაშის პროცესის წარმართვა ,შერჩევა და განლაგება თუმცა უშვებს შეცდომებს
გააზრებული და გათვალისწინბული აქვს    თამაშის წარმართვის მოქმედების შესრულება,რომელიც თამაშის ნაწილების შერჩევისა და განლაგებიდან გამომდინარეობს.
ტექნიკური მომზადება
(სპეციალური ილეთების კომპლექსი)
ასრულებს ვარჯიშს, მაგრამ სანახევროდ, მალე იქანცება. უჭირს დროულად მოძრაობის დაწყება ან  შეწყვეტა  მასწავლებლის ნიშანზე.
ბურთის გადაცემისას უშვებს შეცდომებს უჭირს ბურთის ფლობა/მიღება გადაცემა შეუძლია წახტომის შესრულებას.
ვარჯიშობს, ხანდახან ასწრებს მოძრაობას მასწავლებლის ნიშანს.ახერხებს ბურთის გადაცემას/მიღებას თუმცა აქვს მცირე ხარვეზები.კადგად  ასრულებს გადაადგილებისას წახტომს.
კარგად ასრულებს ვარჯიშებს .იწყებს ან წყვეტს მოძრაობას მასწავლებლის ნიშანზე.
ფლობს ფრემბურთის ტექნიკის ილეთებს ,შეუძლია ბურთის ფლობა ,მიღება /გადაცემა;
გადაადგილებისას წახტომები.
ინტელექტუალური- ფსიქოლოგიური მომზადება
უჭირს ქცევის ზოგიერთი ნორმისა და წესის  დაცვა და გამოხატავს აგრესიას.
ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებს,იცავს წესებს, ისწრაფვის გამარჯვებისაკენ. შეუძლია ემოციის მართვა.
ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებსა და წესებს.
მიზანდასახულია,ისწრაფვის  გამარჯვებისაკენ.
ემოციურად გაწონასწორებულია.



























Комментариев нет:

Отправить комментарий