სამუშაო წრე



საწრეო მუშაობა.


                                                        გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის # 2 საჯარო სკოლაშიიხსნება სპორტის
მიმართულებით წრე " მაგიდის  ჩოგბურთში",მე-8, მე-9, მე-10, მე 11 კლასის მოსწავლეებისთვის.2018 წლის თებერვლიდან.


პატივისცემით სპორტის პედაგოგი ინგა ლაზარაშვილი.



                                           .
                                                             წრის მნიშვნელობის ფუნქციონირება და აქტუალურობა

მოსწავლეებს შეეძლოთ ჩოგნის ხმარება,მაგიდის ჩოგბურთის  თამაში, თავდასხმა ,  თუმცა არ შეეძლოთ   ტექნიკის სწორად  გამოყენება  და არ იცოდნენ ის  ელემენტები ,რომელებიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს ამ კონკრეტული თამაშის( მაგიდის ჩოგბურთის) სრულყოფულად წარმართვაში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავთვალე, რომ ჩამომეყალიბებინა წრე,  რომელიც დამეხმარებოდა  მოსწავლეებისათვის მესწავლებინა თამაშის ტექნიკური და ტაქტიკური მხარეები და განმევითარებინა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
                                    
                             წრის   მოკლე   დახასიათება.

წრის მიზანი-მაგიდის ჩოგბურთი სპორტის ლამაზი სანახაობრივი სახეობაა და ამავდროულად რთული, რომელიც უამრავ სხვადასხვა  ტექნიკური და ტაქტიკური ილეთისაგან შედგება.

წრის მიზანია ეროვნული სასწავლო სტანდარტის გათვალისწინებით მოსწავლეს განუვითაროს მაღალი სიჩქარე, გამძლეობა, მოქნილობა, ბურთის კარგი შეგრძნების უნარი, მოქნილი და სხარტი სათამაშო აზროვნება, კარგი რეაქცია, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, სპორცმენის საერთო ფიზიკური, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, მოტორული უნარის, თვითკონტროლისა და ორგანიზებულობის, ეთიკისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის გაცნობიერება.


ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის #2 საჯარო სკოლის
                                                   საწრეო მუშაობის სამოქმედო გეგმა სპორტში.
                                                                       2018-2019 სასწავლო წელი.
         აქტივობა
თარიღი/
პერიოდი
         მიზანი
         რესურსი
აქტივობის განხორციელების
ინდიკატორი
1.
განაცხადის გაკეთება სკო ლის საიტზე
24.01..2018.

სკოლის ვებ-გვერდი
განაცხადი სკოლის ვებ-გვერდზე
2.
მოსწავლეთა განცხადებე ბის რეგისტრირება და წრის დაკომპლექტება.
26.01.2018

განაცხადის ფორმები
მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა. რეფლექსია ბლოგზე.
3.
მოსწავლეებთან ერთად წრის სამოქმედო გეგმის შედგენა.წრის სასწავლო ემბლემის  შექმნა
14. 02. 2018.

ფლირჩარტი, თაბახის ფურცლები.ინტერნეტი,მარკერი,
სახატავი ქაღალდი
სამოქმედო გეგმის ნიმუში, მოსწავლეთა  დასწრების ფორმა. ემბლემა შექმნა.
4.
ჩოგნის სწორი ჩაჭიდის შესწავლა, დგომის ტექნიკის შესწავლა,(ძირითადი დგომი, დგომები მარჯვნიდან ,მარცხნიდან.) გადაადგილების ტექნიკის სწავლება, ბურთის მიწოდების სწავლება.


22.02. 2018
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექნიკური და ტაქტიკური ილეთის დაუფლება.

 მაგიდა,მაგიდის ჩოგანი, ბურთი .
მოსწავლის რეგისტრაციის ფორმა .ფოტომასალა.რეფლექსია ბლოგზე.

5.
მიწოდებული ბურთის მიღების ტექნიკის შესწავლა.

15.03.2018.
.მოსწავლეს შეუძლია
ბურთის კარგი შეგრძნების ფლობა.
ტენისის მაგიდა, ჩოგანი , პინგ პონგის ურთი.
მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა. რეფლექსია ბლოგზე.

6.
მიწოდებული ბურთის დახვედრა მარჯვნიდან, მარცხნიდან.

29.03.2018.
.მოსწავლეს შეუძლია  სწრაფი რეაქცია,სხარტი სათამაშო აზროვნება.

ტენისის მაგიდა, ჩოგანი , პინგ პონგის ურთი.
მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა.რეფლექსია ბლოგზე.
7.
თამაშში შესწავლილი ელემენტების სრულყოფა.

12.04.2018.
მოსწავლეს განუვითაროს  მაღალი სიჩქარე, გამძლეობა ,მოქნილობა და ბურთის კარგი შეგრძნების უნარი.

ტენისის მაგიდა, ჩოგანი , პინგ პონგის ურთი.
მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა.  ბლოგზე ატვირთული რეფლექსია.

9.
თავდასხმითი დარტყმების ტექნიკის შესწავლა.
26.04.2018.
.მოსწავლეს შეუძლია  სხარტი სათამაშო აზროვნება,კარგი რეაქცია,  სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
ტენისის მაგიდა, ჩოგანი , პინგ პონგის ურთი.
მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა.
ბლოგზე ატვირთული რეფლექსია. ფოტო მასალა.
10.
შეტევითი დარტყმების ტექნიკის შესწავლა.დარტყმები ორივე მხრიდან.დახვედრა ორივე მხირადან.მოჭრილი მიწოდება მარჯვნიდან და მარცხნიდან.

10.05.2018.
მოსწავლეს შეუძლია
სხარტი სათამაშო აზროვნება, კარგი რეაქცია, სწრაფი გაწყვეტილების მიღება.
ტენისის მაგიდა, ჩოგანი , პინგ პონგის ურთი.
ფოტომასალები, მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა, და ბლოგზე ატვირთლი რეფლექსია.

11.
თამაშში შესწავლილი ელემენტების სრულყოფა.
24.05.2018.
მოსწავლეს შეუძლია აზროვნება, კარგი რეაქცია, სწრაფი გაწყვეტილების მიღება.
ტენისის მაგიდა, ჩოგანი , პინგ პონგის ურთი.
ჩანაწერი , ფოტო მასალა, მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა, ბლოგზე ატვირთული რეფლექსია.

12.
შეჯიბრის მოწყობა.
6 .06.2018.
.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოტორული უნარის, თვითკონრტოლისა და ორგანიზებულობის ეთიკისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის გაცნობიერება.
ტენისის მაგიდა, ჩოგანი , პინგ პონგის ურთი.
ჩანაწერი , ფოტო მასალა, მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმა. ბლოგზე ატვირთული რეფლექსია.
13.
სულ საათების რაოდენო ბა.
9





პირველი  შეხვედრა: 14  თებერვალს  შევიკრიბეთ  წრეზე  დარეგისტრირებული  მოსწავლეები. გავაცანი  წრის  სამუშაო  გეგმა და განრიგი. მოკლედ ვისაუბრე  იმ საკითხებზე, რის  გაკეთებასაც  ვაპირებდი  მთელი  წლის  განმავლბაში.   მანამდე შევხვდი მშობლებს ,  გავესაუბრე  , მათაც გავაცანი  წრის  სამუშაო  პროგრამა და განრიგი.  მშობლებმა  შეავსეს  განაცხადის  ფორმა.
    ვისაუბრე ჩოგანზე. ბურთზე, მაგიდაზე ,მის ზომებზე. თამაშის მსვლელობაზე,ქულების დათვლაზე.
მოსწავლეებთან ერთად შევქმენით ჩვენი ემბლემა.და შევავსეთ დასწრების ფურცელი.















მეორე შეხვედრა: 22 თებერვალი. ავუხსენი დგომების ტექნიკა : ძირითადი დგომები, დგომები მარჯვნიდან, მარცხნიდან. ვასწავლე გადაადგილების ტექნიკა,და ბურთის მიწოდება. მოსწავლეებმა კარგად აითვისეს, რასაც მეცადინეობების დროს უკეთესად დახვეწავენ. 
მოსწავლეებმა  შეავსეს დასწრების ფურცელი.









მესამე შეხვედრა:15. მარტი. მოსწავლეებს ავუხსენი და ვაჩვენე თამაშში ბურთის მიღების ტექნიკის შესწავლა, რაც ადვილად და სწრაფად აითვისეს..შემდეგში თამაშის დროს უკეთესად დახვეწავენ.
 მოსწავლეს შეუძლია სხარტი სათამაშო აზროვნება სწრაფი რეაქცია, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. 

















მეოთხე შეხვედრა: 29 მარტი.ჩვენი გაკვეთილის თემა იყო მიწოდებული ბურთის დახვედრა მარჯვნიდან, მარცხნიდან .ვაჩვენე მაჯვნიდან როგორი დგომით უნდა აიღოს ბურთი და მარცხნიდან როგორი დგომით.,რაც სწრაფად და ადვილად აითვისეს,შემდეგში თამაშში უფრო განამტკიცებენ.




მეხუთე შეხვედრა:12 აპრილი. გარკვეული ხნის განმავლობაში მოსწავლეები შესწავლილ ელემენტებს თამაშში იყენებდნენ და სრულყოფდნენ. სხარტად აზროვნებდნენ და სწრაფად თამაშობდნენ.

მეექვსე შეხვედრა:26  აპრილი. გაკვეთილის თემა იყო თავდასხმითი დარტყმების ტექნიკის შესწავლა.გავაცანი დარტყმის სახეები: შეტევის ტექნიკა, დაცვის ტექნიკა,ბლოკი,რასაც თამაშში გამოიყენებენ. მოსწავლეებმა კარგად აითვისეს აღნიშნული ტექნიკის სახეები .


მეშვიდე შეხვდრა: 10 მაისი. შეტევითი დარტყმის ტექნიკის შესწავლის სრულყოფა. თითოეულ მოსწავლეს აქვს თავის ტაქტიკა ,და ტექნიკა რასაც კარგად ფლობენ, და თამაშში უკეთესად განამტკიცებენ  შეტევით ტექნიკას. მაგიდის ჩოგბურთი არის სრაფი თამაში როგორც ფიზიკურად ასევე აზროვნებითაც ,რასაც მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად თავისი შესაძლებლობებიდან გამომიდნარე  კარგად გაართვეს თავი.











მერვე შეხვედრა: 24 მაისი.წრის თემა: თამაში შესწავლილი ელემენტებით. მოსწავლეები თამაშობდნენ და თამაშის დროს იყენებდნენ განვლილ შესწავლილ ელემენტებს ,და ემზადებიან შიდა სასკოლო შეჯიბრებისთვის.სწრაფად თამაშობენ და სხარტად იღებენ გადაწყვეტილებებს თამაშის დროს.



მეცხრე შეხვედრა: 6. ივნისი. წრის თემა: შიდა სასკოლო შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. მოსწავლეები კენჭისყრის მეთოდით შეხვდნენ ერთმანეთს სათამაშოდ. შემდეგ გამარჯვებულები შეხვდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ გამოვლინდა ერთი გამარჯვებული  მე-11 კლასისი მოსწავლე გიორგი შაყულაშვილი რომელიც დავაჯილდოვეთ სიგელით.



1 комментарий:

  1. 15 მარტი.ავუხსენი და ვაჩვენე მიწოდებული ბურთის მიღების თექნიკა.მოსწავლეებმა ადვილად აითვისეს და შეისწავლეს და შემდეგში თამაშის დროს უკეთესად დახვეწავენ.

    ОтветитьУдалить