პროექტები



სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ინგა ლაზარაშვილი
რაიონი
ახალციხე
სკოლა
#2 საჯარო სკოლა
ქალაქი
ვალე
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მოძრავი თამაშები საბაზო საფეხურზე.
თემის შინაარსი
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რესურსების საშუალებით შეძლონ სხვადასხვა მოძრაობების შესრულება და წარმოდგენა .
საგანი
სპორტი.
დონე/კლასი  
VII-IX კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
VII-IX.2. მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
  • აცნობიერებს ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კავშირს სხეულისა (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის) და შინაგანი ორგანოების (გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების, საკვების მომნელებელი, გამომყოფი სისტემა) ნორმალურად ფუნქციონირებასთან;
სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
  • აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
  • მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
  • დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;

  • შეჯიბრისა და ვარჯიშების წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;
  • გონებრივი შრომით განვითარებული დაღლილობის შემთხვევაში, აღდგენის მიზნით უპირატესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას (მოძრავი თამაშები, სახალისო სპორტული თამაშები და ა.შ).


მიმართულება: აქტიური მონაწილეობა სპორტში


სპ.VII-IX.5. მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
  • მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ სპორტის სახეობებში;
  • მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებში;
  • რეგულარულად ასრულებს ფიზიკურ ვარჯიშებს ინდივიდუალური მიზნებიდან გამომდინარე;
სპ.VII-IX.6. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:

  • გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, არეგულირებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს, არ ჰყვება პროვოკაციას;
  • ისახავს მიზანს და ცდილობს ამ მიზნის განხორციელებას;

ასვით თქვენი სტანდარტები ამ გრაფაში.  კონკრეტული თემისთვის სტანდარტების ნუსხის შემუშავების და რედაქტირების შემდეგ, სტანდარტების საბოლოო სია პრიორიტეტების მიხედვით უნდა იყოს დაწყობილი. ყველა სტანდარტი მოდულზე მუშაობის პროცესში უნდა იყოს მიღწეული.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
სპორტული აქტივობების მიზანია მოსწავლეებში სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება. გადაწყვეტილების სწრაფი და ზუსტი მიღება. გუნდური თანამშრომლობა. პრობლემის გადაჭრის გზების ნახვა როგორც ფიზიკური ასევე სულიერი. კუნთის აგებულებისა და მისი მუშაობის პრინციპების შესწავლა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  1. რა მნიშვნელობა აქვს კუნთებს სხეულისათვის.
(ფართო მნიშვნელობის მქონე კითხვა, რომელიც აკავშირებს რამდენიმე მოდულს თუ საგნობრივ არეალს.)
თემატური კითხვები
  1. რა როლს ასრულებენ ადამიანის კუნთები მუშაობის მოძრაობის დროს.
(სახელმძღვანელო კითხვები თქვენი თემისთვის.)
შინაარსობრივი კითხვები

  1. რომელი კუნთების მუშაობა ზრდის ხერხემლის მოქნილობას.
(შინაარსობრივი ან განმარტებითი კითხვები.)

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









  1. გონებრივი იერიში.
  2.  (ვ.მ.ვ. ვ.)          

  1. .შემაჯამებელი შეხვედრები.
  2. .(ვ.მ.ვ.ვ.)
  3. თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა
  1. T-სქემა.
  2. პროექტის შეფასების რუბრიკა.
  3. .(ვ.მ.ვ.ვ.)
  4. თვითშეფასება.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტის განმავლობაში მოსწავლეებთან სასწავლო გეგმის მიხედვით ვაწარმოებ გამოკითხვებს.რის საშუალებითაც ვგებულობ მოსწავლის საბაზისო ცოდნას.და ამისათვისვიყენებ ვ.-გ-.მ.ვ. სქემას.
როდესაც მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ ცხრილებს და შეისწავლიან ინფორმაციას კუნთის შესახებ ,შემდეგ ვთხოვ მუშაობის წარმართვისათვის გამოიყენონ ბლოგის რუბრიკა.მოსწავლეებისაგან უკუკავშირს ვიღებ პრეზენტაციისა და ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით პროექტის გეგმის ფარგლებში
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ კითხვა-პასუხს რათა მოხდეს თემის ხარისხიანი შესწავლა.
მოსწავლეებს ვეხმარები სამოქმედო გეგმის შედგენაში, რომელიც მათ ეხმარება გონებრივი იერიშის დროს. გეგმა ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც. პრეზენტაციის დროს მოსწავლეებს ვაძლევ პროექტის შეფასების რუბრიკას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
იციან კვლევა, ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება,გადმოწერა.იციან საოფისე პროგრამებში მუშაობა ვორდი ,ექსელი, პოვერპოინდი.
სასწავლო პროცედურები
შესავალი : თითოეულ კლასში ვაკეთებ განაცხადს რომ "მოძრავი თამაშების" შესარჩევ კონკურს ვიწყებ და ამისათვის საჭიროა წინარე ცოდნაზე და მოძრაობის უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით სხვადასხვა მოძრაობების შესწავლა. კლასს ვაძლევ მითითებებს, ინსტრუქციებს , გარკვეული აქტივობის სწორედ და უსაფრთხოდ შესასრულებლად და დავნიშნავ შეხვედრის დროს.
ნაბიჯი 1. ცოდნის გამოვლენა. - გამოკითხვის საშუალებით გავიგებ თუ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები გარკვეული კუნთების შესახებ.აცნობიერებენ თუ არა კუნთის სწორ დატვირთვას,რათა არ დაზიანდეს კუნთი. ვაძლევ ინფორმაციას გლუვი და განივზოლიან კუნთების შესახებ.ერთად ვასრულებთ ვარჯიშებს და ჩემი მითითებით ასრულებენ გარკვეულ მოძრაობებს რომელიც მოძრავ თამაშებში იქნება გამოყენებული.ვაძლევ დავალებას ისწავლონ და მოიძიონ ინფორმაცია გლუვი და განივზოლიანი კუნთების შესახებ, და პრეზენტაციის სახით წარედგინათ შემდეგ შეხვედრაზე . დამატებით ინფორმაცია მიიღონ მე- 8 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან და დავნიშნავ შეხვედრის დროს.
ნაბიჯი 2. შესწავლა-კუნთის აგებულება, კუნთის სწორი მოძრაობა და დატვირთვა .

შემდეგ  T დიაგრამის საშუალებით გავიგებ რა იციან.შევისწავლით სხვადასხვა ვარჯიშებს და განვიხილავთ თუ რომელი კუნთი მუშაობს სხვადასხვა ვარჯიშის შესრულების დროს.

                                                           

         
                          T   დიაგრამა

                   კუნთები
            ვარჯიშები
1.ორთავა
1.გაშლილი ხელი(ბიცებსი)
2.სამთავა
2.მოხრილი ხელი(ტრიცებსი)
3.მუცლის კუნთი
3.პრესი,აზიდვა
4.კისრის კუნთი
4.თავის წრიული მოძრაობა
5.ბარძაყის კუნთი
5.ბუქნები


ვიცი
გავიგე
მინდავიცოდე
კუნთების საშუალებით ხდება სხეულის ნაწილების მოძრაობა და გადაადგილება
კუნთების ბოჩკოვანი აღნაგობა,რომ ისინი განაპირობებენ ტანადობის ჩამოყალიბებას.
რა მოსდის კუნთს ზედმეტი დატვირთვის დროს
ვიცი კუნთების განლაგება სხეულზე
გავიგე როგორ მუშაობს კუნთი მოხრისა და გაშლის დროს.




    
.მომზადებიდან ერთი კვირის შემდეგ ვიწყებ შიდა კონკურს, რათა შეირჩეს ასაკობრივი თავისებურებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე უკეთესი შესაძლებლობების მოსწავლეები, რომელთაგანაც საბოლოო ჯამში უნდა დაკომპლექტდეს სკოლის ორი გუნდი სპორტულ " მოძრავ თამაშებში"
ვავარჯიშებ იმ აქტივობებით რომელიც " მოძრავ თამაშებში" იქნება გამოყენებული.
თითოეულ გუნდს ჰყავს გუნდის კაპიტანი,რომელიც ორგანიზებას უწევს გუნდს, აკომპლექტებს ასაკის მიხედვით რათა ორი გუნდიდან ერთი ასაკის მოსწავლეები შეხვდნენ ერთმანეთს , გოგო გოგოს შეხვდეს , ბიჭი ბიჭს.
გუნდებმა დაირქვეს მათთვის სასურველი სახელები,მეკობრეები და ვამპირები. დახატეს ემბლემები გულზე დასბნევად , დახატეს პლაკატები, მხარდამჭერთათვის ლოზუნგები და მოამზადეს წარსადგენი ნომერი გუნდის სახელით.

ნაბიჯი 3.ჩემ მიერ ჩატარებული პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სასიცოცხლო უნარ ჩვევების განვითარება, გადაწყვეტილების სწრაფი  და ზუსტი მიღება, გუნდური თანამშრომლობა, პრობლემის გადაჭრის გზების ნახვა როგორც ფიზიკური ასევე სულიერი. კუნთის აგებულებისა და მისი მუშაობის პრინციპების შესწავლა.
გადავწყვიტე სპორტში ჩამეტარებინა პროექტი გაკვეთილი , რომელიც გამიყვანდა შედეგებზე . ამისათვის ჩავატარე წინა მოსამზადებელი სამუშაოები. ჯერ საბაზო საფეხურის კლასებში განაცხადი გავაკეთე ამ ღონისძიების შესახებ, შემდეგ  მოსწავლეების გადამზადება დავიწყე როგორც ფიზიკურად ასევე ინფორმაციულად წინარე ცოდნაზე დაყრდნობით. ორი კვირის მანძილზე მოსწავლეებთან მქონდა შეხვედრები, გამოკითხვები, ვარჯიშები, გონებრივი იერიში, თითოეული ვარჯიში რომელ კუნთს ამოძრავებდა, რა დანიშნულება ჰქონდა ამ კუნთებს . მოსწავლეები კუნთების შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ სახელმძღვანელოებში და ინტერნეტში.ამ ცოდნას ტანადობის სწორად ჩამოყალიბებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთათვის, რათა სწორედ გაიაზრონ თითოეული კუნთის, სხეულის ნაწილების  სწორი დატვირთვა , რაც შემდგომში გამოვიყენებ სპორტულ ღონისძიოებებში ვარჯიშისა და გარკვეული მოძრაობების საშუალებებით. მოსწავლეები არსებულ ცოდნას მეტად იღრმავებენ ინტერნეტის საშუალებით, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მათში და უფრო მეტის გაგებას ცდილობდნენ.
 შემდეგ დავგეგმე რომ-2017წ.13 ოქტომბერს ჩამეტარენიბა წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული პროექტი ღონისძიება "მოძრავი თამაშები".
მოვიწვევდი სკოლის თემს : მშობლებს, მოსწავლეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციას ვოლდვიჟენს, რომელიც ჩვენი სკოლის ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული.
ჟიურში მონაწილეობას მივაღებინებ  სკოლის თვითმართველობის წევრს მოსწავლეს , არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებს და სკოლის დირექტორს.
ღონისძიებას წაიყვანს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ნინო მანველიშვილი და ქეთი პაპიძე.
ორგანიზებას გავუწევ მე პედაგოგი ინგა ლაზარაშვილი.
მსაჯად დავნიშნავ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს დავით ფანჩვიძეს.
ღონისძიებას წამყვანები გახსნიან გუნდის წარდგინებით და შეძახილებით.(დრო 3 წთ)
თითოეული გუნდი წარადგენს თავს სიმღერითა და ცეკვის მოძრაობებით.(დრო 3წთ-3წთ)
მოძრავ თამაშებს გახსნილად გამოვაცხადებ  მე სპორტის პედაგოგი ინგა ლაზარაშვილი.  გუნდებს მივეცემ მითითებებს პირველი ნომინაციის შესახებ და გავაცნობ ნომინაციის შეფასების კრიტერიუმებს.(დრო 2წთ)
მოსწავლეებს ავუხსენი პირველი ნომინაციის მსვლელობას ,რომ საყვირის ხმაზე უნდა გაიქცნენ ,გადალახონ წინაღობები ,კედელს ხელი მიარტყან და სწრაფად უკან გამოიქცნენ,რომელიც შეფასდება სისწრაფით 8 ქულით და წინაღობების წაქცევის შემთხვევაში ჯარიმით .1 ქულით.(მოსწავლეების მიერ შესრულებული ნომინაციის დრო 5-5 წთ.
ნომინაციის დასრულებისას ჟიური ობიექტურად შეაფასებს თითოეულ გუნდს. (დრო-2წთ)
 ავუხსნი მეორე ნომინაციის მსვლელობას რომ ბურთი უნდა  ატარონ ფეხით წინაღობების  გარშემო  ზიგზაგურად.და გავაცნობ შეფასების კრიტერიუმებს.(დრო 2წთ) შესრულებული ნომინაციის დრო 5-5წთ.ჟიურის შეფასება დრო 2 წთ.
მესამე ნომინაცისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობას დასჭირდება დრო 2წთ. მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნომინაციას დასჭირდება დრო 5-5 წთ.ჟიურის მიერ გამოცხადებულ შეფასებას დასჭირდება 2 წთ.
და ასევე შემდეგი ნომინაციების მითითებას,  შესრულაბასა და შეფასებას დასჭირდება იგივე განსაზღვრული დრო.სულ აღნიშნულ ღონისძიებას დასჭირდება135 წთ ანუ 2 საათი და 25 წთ.
სულ მაქვს ცხრა ნომინაცია თავისი შეფასების კრიტერიუმებით.საბოლოსოდ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.


ჩავატარე საბაზო  საფეხურზე აღნიშნული ღონისძიება სადაც გამოიკვეთა როგორც ძლიერი ასევე სისტი მხარეები:დაბალი კლასის (7კლ.)მოსწავლეებს თავისი ფიზიკური აღნაგობიდან გამომდინარე უჭირდათ გარკვეული ნომინაციის შესრულება მაგალითად: კალათში ბურთის ჩაგდება, რასაც შემდეგში გავითვალისწინებ და ამ საკითხზე მეტად ვიმუშავებ, ხოლო სხარტი ნომინაციის შესრულება კი უკეთესად გამოსდიოდათ მაგალითად დიდი ბურთებით ხტომა.
ამ ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანი იყო როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის ,რადგან ხალისით ასრულებდნენ მოსწავლეები ვარჯიშებს და დიდი მონდომებით ეკიდებოდნენ მათთვის დავალებული ინფორმაციის მოძიებას .ეკონტაქტებოდნენ ბიოლოგიის მასწავლებელსაც და გარკვეულ ინფორმაციას ღებულობდნენ კუნთების აგებულების შესახებ.

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მივცემ შესაბამის დავალებას: მაგ. ჯგუფური მუშაობის დროს კალენდარული დავალების სახით აღნიშნოს ჯგუფის მუშაობა.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არა მყავს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მოსწავლე რომელიც რთულ დავალებებს ართმევს თავს მას უფრო მეტად დავტვირთავ.კლასში გავაცნობ ყველას სხვადასხვა სირთულის დავალებებს და მივცემ საშუალებას თვითონ აირჩიონ დავალების თემა , რომელსაც შეძლებს რომ თავი გაართვას, გააკეთოს პრეზებტაცია და სლაიდ-შოუ პოვერპოინტში.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)


ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა      
ბეჭდვითი მასალები
ანატომიის საბავშვო ენციკლოპედია. 8-ე კლასის ბიოლოგის სახელმძღვანელო.ავტორი ნ. ზაალიშვილი. იოსებაშვილი.
ინვენტარი/მასალები
ბურთი, ბანბიქტონი, ბუშტი, დიდი სახტომი ბურთები, წინაღობები,კეგლები, ბაგირი, ლახტი, საყვირი,პროექტორი, წამზომი, სასტვენი, მარკერი, ფლირჩატი, ქაღალდი, კომპიუტერი,თაბახის ფურცელი.
ინტერნეტრესურსები
https://www.youtube.com/watch?v=CI6C75_QhoA  მკერდის კუნთების ვარჯიში yotubi
https://www.youtube.com/watch?v=VmNNgxpIacE ფეხის კუნთის ვარჯიშები  yotubi.
https://www.youtube.com/watch?v=oVkOnqDSZDU ტრიცეების ვარჯიში სახლის პირობებში.
yotubi.

მოძრავი თამაშების ნომინაციები და შეფასების კრიტერიუმები
                            პედაგოგი ინგა ლაზარაშვილი
                                  
                ნომინაციები
შეფასების კრიტერიუმები
1.წინაღობების გადალახვა
ფასდება სისწრაფე ----8 ქულით
 წინაღობების წაქცევა ჯარიმით -1 ქულით
2.ბურთის ტარება ფეხით წინაღობების გარშემო ზიგზაგურად
ფასდება სისწრაფე----8 ქულით
 წინაღობების წაქცევა ჯარიმით-1 ქულით
3.ტომრებით ხტუნვა.
ფასდება სისწრაფე ---5 ქულით
4.ბამბიქტონით ბუშტის ტარება
ფასდება სისწრაფე ---5 ქულით
5.ბურთებით ხტუნვა
ფასდება სისწრაფე ---5 ქულით
6.ბურთის ტარება წინაღობების გარშემო ზიგზაგურად  და კალათში ბურთის ჩაგდება.
ფასდება სისწრაფე---8 ქულით
კალათში ბურთების რაოდენობა
წინაღობები წაქცევა ჯარიმით -1 ქულით
7.ლახტით ხტუნვა
ფასდება სისწრაფე
8.ბაგირის გადათრევა
ფასდება ძალა ------5 ქულით
9.გუნდის კაპიტნების მიერ კეგლების წაქცევა
ფასდება წაქცეული კეგლების ნრაოდენობის მიხედვით

                 
მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა

      ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
ჩემს აზრს ღიად  გამოვხატავ.



პასუხისმგებლობით ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს.




ვიცავ ჯგუფში მუშაოების წესებს.






დადებითი პასუხის შემთხვევაში აღნიშნეთ,,+“,
ხოლო უაროფითი პასუხისას ,,-
პროექტის შეფასების რუბრიკა მოსწავლეებისათვის:


საყვარელო მოსწავლეებო

იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.

1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?

ა) ბევრი რამ მასწავლა;

ბ) მასწავლა;

გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;

დ) ახალი არაფერი მისწავლია.

2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?

ა) ბევრად უკეთესი გახდა;

ბ) უკეთესი გახდა;

ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;

დ) გაუარესდა;

3. ნათელი   იყო  თუ   არა  შენთვის  საკუთარი  როლი  პროექტის    წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?

ა) სავსებით ნათელი იყო;

ბ) ძირითადად ნათელი იყო;

გ) არც ისე ნათელი იყო;

დ) სრულიად გაურკვეველი იყო.

4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".

ა) სავსებით ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

5. "როდესაც მხარში  დგომა  მჭირდებოდა, მასწავლებელი  ყოველთვის  ჩემს

გვერდით იყო".

ა) სავსებით ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".

ა) სავსებით ვეთანხმები; 9

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

7. ყველაზე   მეტად   რას   შეაქებდი   ან   გააკრიტიკებდი    პროექტში?

ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა დახმარებისთვის.
კითხვარის ანალიზის შედეგები მასწავლებელმა მომდევნო პროექტზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.


სწავლებისას მე:
არასდროს
ხანდახან
ყოველთვის
ვუხსნი მოსწავლეებს, თუ რას დავაკვირდები მათ საქმიანობაში იმის გასარკვევად, რამდენად გაიგეს და ისწავლეს



უკუკავშირის ფორმულირებისთვის ვიყენებ გაკვეთილის მიზნებსა და მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების კრიტერიუმებს



ვქმნი სასწავლო მიზნებს სასწავლო გეგმის შესაბამისად



სასწავლო მიზნების შექმნისას, ვფიქრობ მოსწავლის კონკრეტულ ქცევაზე მოცემულ სასწავლო პირობებში.







განმსაზღვრელი შეფასებისათვის ვითვალისწინებ გამჭვირვალე, სამართლიანი, ვალიდური და სანდო შეფასების პრინციპებს



განმსაზღვრელი შეფასებებით მიღებულ შედეგებს ვაანალიზებ და გამოტანილ დასკვნებს ვიყენებ შემდგომი დაგეგმვის პროცესში



უკუკავშირის მიწოდებისას ვცდილობ არ გამოვიყენო ნიშნები და „დიახ/არა" ფორმულირებები



ჩემს მიერ მიწოდებული უკუკავშირი შეიცავს მოსწავლის მიღწევების აღიარებას და ასევე რჩევას შედეგების გასაუმჯობესებლად



ვაცდი მოსწავლეებს კითხვებზე პასუხის მოფიქრებას (ვაკეთებ რამდენიმეწამიან პაუზას)



უფრო ხშირად ვსვამ ღია კითხვებს (მაგ.: „როგორ გგონით...?“), ვიდრე დახურულს (მაგ.: ეთანხმებით ამ მოსაზრებას?“)



ვიყენებ მოსწავლეთა გამოკითხვით შეგროვებულ ინფორმაციას შემდგომი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.



მოსწავლეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებში ხარვეზების აღმოჩენისას იმავე გაკვეთილზე ვახდენ რეაგირებას მათი აღმოფხვრის მიზნით.



წავახალისებ თანატოლთა ურთიერთშეფასებას, რომელიც ეფუძნება სასწავლო მიზნებსა და წარმატების კრიტერიუმებს, უზრუნველვყოფ კლასში ამის განხორციელებას მეგობრულ და პოზიტიურ ატმოსფეროში.



წავახალისებ მოსწავლეთა თვითშეფასებას და ვთავაზობ მათ ამ უნარ–ჩვევის განვითარებისთვის საჭირო მოდელებსა და შესაძლებლობებს.



გაკვეთილებს ვგეგმავ გენდერის საკითხების, მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.



გაკვეთილზე ვერიდები რაიმე სახის გენდერული თუ სხვა ნიშნით მიკერძოებას. მაქსიმალურად ვცდილობ, განვავითარო ყველა მოსწავლის შესაძლებლობები და თითოეულ მათგანს ხელი შევუწყო სწავლაში.



Комментариев нет:

Отправить комментарий